ანჩელოტი:„დროა, „ნოუ კამპზე“ პირველად მოვიგო“

კარლო ანჩელოტიმ „ელ კლასიკოს“ წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ეს არის ცენტრალური მატჩი, როგორც ესპანეთის, ასევე ევროპის დონეზე. „ელ კლასიკო“ ყოველთვის განსაკუთრებულია, ამიტომ ჩვენც განსაკუთრებულად ვემზადებით და გვსურს, რომ ყველა სცენარის განხილვას მოვასწროთ. მადრიდის „რეალის“ ყველა ფეხბურთელი აბსოლუტური მოტივაციით ითამაშებს და ბოლომდე დაიხარჯება. „ნოუ კამპზე“ გასამართი დაპირისპირება ვერ მიიღებს რიგითი მატჩის ხასიათს.“

„„ბარსელონას“ არენაზე არასდროს მომიგია და მგონი დროა ნავსი გატყდეს და გამარჯვებას მივაღწიო. ზუსტად ვიცი, როგორ ითამაშებს ჩემი გუნდი. ჩვენ გავარჩიეთ განვლილი დაპირისპირებებიც და გარკვეული დასკვნების გამოტანა შევძელით.“

„ფეხბურთელებმა კარგად უნდა გაიაზრონ კოლექტიური ვალდებულება. სხვაგვარად წარმატების მიღწევაზე ფიქრიც კი ზედმეტია. ფავორიტზე ვერ ვისაუბრებ, ასეთ დაპირისპირებებში შანსები ყოველთვის თანაბარია.“

„კარვახალი და აზარი გვიბრუნდებიან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ჯერ-ჯერობით არ ჩამოვყალიბებულვარ სასტარტო თერთმეტეულზე, თუმცა ამის დრო კიდევ მაქვს.“

„„რეალი“ და „ბარსელონა“ მუდმივი მეტოქეები არიან. ისტორია გრძელდება. ხვალ ერთმანეთს რონალდუ და მესი აღარ შეერკინებიან, თუმცა ახლა ანსუ ფატისა და ვინისიუსზე საუბრობენ. ორივე მოთამაშე ძალიან ახალგაზრდაა, მათ შესაძლებლობების მაქსიმუმი ჯერ არ გამოუვლენიათ და ძალიან ბევრს მიაღწევენ.“

„ვალვერდე შესანიშნავი ფეხბურთელია, ის უნივერსალი გახლავთ და ბევრ პოზიციაზე გვეხმარება. ურუგვაელი ცრუ ცხრიანად? მე ვფიქრობ, რომ მისი მახასიათებლები ნახევარდაცვისთვის არის ზედგამოჭრილი.“

„დიახ, მესმის თქვენი კითხვების შინაარსი. „ელ კლასიკო“ სხვა განზომილებაა, აქ არამხოლოდ ფეხბურთელები, არამედ სრულიად ისტორია და ტრადიციები ხვდებიან ერთმანეთს. „ელ კლასიკო“ სერხიო რამოსს, მესის, რონალდუს და სხვებს არ შეუქმნიან. ეს არის გუნდური პაექრობა და არა ინდივიდუალური.“

„აზარს პრობლემები არ აქვს, თუმცა როგორც ყოველთვის სიფრთხილეს ვიჩენთ. ბელგიელი ძალიან ნიჭიერია და გუნდის დახმარება შეუძლია.“

„ფიზიკური თვალსაზრისით გუნდი მოწოდების სიმაღლეზე დგას, შემადგენლობა კი ოპტიმალურს უახლოდება. მენდის, კროოსის, მარსელოს, ედენისა და კარვახალის დაბრუნებამ ჩვენი ძალები კიდევ უფრო გაზარდა.“

„მესი „ბარსელონაში“ აღარ თამაშობს, მაგრამ გუნდს ზუსტად ისე მოვამზადები მისი წინააღმდეგობის პირობებშიც. ფეხბურთელები იცვლებიან, მაგრამ გუნდის სტილი, იდენტობა და შემართება იგივე რჩება.“

„ჩვენ გვიყვარს ბურთის ფლობა, კომბინაციური თამაში და ესთეტიკა, მაგრამ მუდმივად ერთ სტილში არ ვთამაშობთ. კონკრეტულ დაპირისპირებაში გუნდის სტილს არსებული რეალობა განსაზღვრავს.“

„არ ვაპირებ „ბარსელონას“ ფეხბურთელების შეფასებას, ეს არ არის ჩემი საქმე. მხოლოდ „ბლანკოსზე“ ვარ ორიენტირებული.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 23 ოქტომბერი 2021
  • 1599
  • 3

1

23 ოქტომბერი 2021 20:09

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ხვალ ანჩელოტიმ რო პუტა ვერ გაანადგუროს იმენა გასაგდებია,მართალია აქამდე ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი ვარ მარა ხვალ ერთი ან ორი ბურთით მოგება ანჩელოტის არ უნდა ეპატიოს,იმენა მინიმუმ 4 ბურთიანი ჰანდიკაპი გვინდა,ეგეც მინიმუმ,ეს პუტა გუნდი არაა,ბენFიკები და ყველა ათრევს ვაფშე და ჩვენთვის მთავარი მტერია ამიტო ჯავრი უნდა ვიყაროთ,თუ ანჩელოტი ამას ვერიზავს ესეიგი პრობლემა მასშია და გასაშვებია ახალ წელს,მაგრამ იმედია ყველაფერი ისე იქნება როგორც გვინდა და გავკენწლავთ პუტებს,დეიონგს და ფედეს რაც შეეხება,იცით როგორი თემაა,ზუსტად შევადარებ ეხა,ანდრე გომეში და მოდრიჩი რო შეგედარებინა ზუსტად ის თემაა,დეიონგს მალე გააგდებს პუტა,ფედესთან ეგ ყეყეჩი რა სახსენებელია სადაც დაიჭირა ათრია პლაშივით,სისწრაფე დარტყმა პასი დრიბლინგი პოზიციური თამაში უნივერსალურობა აი ვაფშე ყველაფერში ჯობია,ვაფშე როგორ საუბრობთ მაგ თემაზე,ფედე უნდა შეადარო კიმიხს პოგბას და ესეთებს და არა ვიღაც უნიჭო გაპიარებულ სირებს
ხვალისთვის ისეთი რაღაცეები მოხდა რასაც ვერ ვიოცნებებდი,კარვახალი და სქელტრაკაც დაბრუნდა და პლიუს მძორიც დაიტრავმა 😂
გვეშველა მძორის გარეშე კლასიკოს თამაში,მაგას რაც კლასიკოებში ნამაზი აქვს და მაგის გამო გვაქვს წაგებულები კიდე 100 თამაში რო გამოტოვოს მაინც ვერ გამოისყიდის
კურტუა
კარვახალი მილიტაო ალაბა მენდი
ფედე კაზე კროოსი
როდრიგო იოვიჩი ვინი
ზამენიდან
ფედე- მოდრიჩი
კროოსი-კამავინგა
როდრიგო-სქელტრაკა

2

23 ოქტომბერი 2021 21:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1876
ციტატა: durantulaaaaaa

ვალვერდეზე გეთანხმები მაგრამ ანჩელოტიმ 2.1 რომ მოიგოს გასაგდებია? ან კიდე ბენზემაზე ამვას როგორ ამბობ გადახედე მარტო კლასიკოებში რა გოლები აქ ნატანი წინა სეზონში ქუსლით რომ გაიტან არ გახსოვს თუ არ გინდა გაიხსენო ეგ მართლა არვიცი. 3 წელია ათრევს მთელ გუბდს და შენ კიდე გაგისწორდა ბენზემა რომ დაიტრანვა ვის აყენებ მაგის მაგივრად? ასენსიის? იოვიჩი რომ დაწერე ტრანვა აქ მაგასაც და მარიანოსაც გადახედე განაცხადს მაინც 🤦🤦🤦

3

24 ოქტომბერი 2021 08:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1954
ლილიპუტის გარეშე მოთამაშე ბარსელონა გიენების ჯოგს გავს და მინიმუმ ორი ბურთით უნდა მოუგოს რეალმა.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1

მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)