Don José Mário dos Santos Mourinho Félix-The special one

ის ვინც უყვართ და სძულთ,ის ვისაც ელოდნენ,ის ვისაც ეძახიან–The special one უკვე მადრიდშია.ის უკვე მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელია.მაშ გაიცანით ის ჟოზე მარიუ დოშ სანტოშ მოურინიო.


ადრეული წლები:


ჟოზე მოურინიო დაიბადა ქალაქ სეტუბალში 1963 წლის 26 იანვარს ფელიქს და მარია მოურინიოების ოჯახში.მისი მამა ფეხბურთელი იყო ძირითადად პორტუგალიის ჩემპიონატში თამაშობდა.დედა კი სკოლის მასწავლებელი გახლდათ.ჟოზეს ბავშვობიდან უყვარდა ფეხბურთი.ის ბელენენსეშის საფეხბურთო სკოლაში შევიდა.თუმცა მიხვდა რომ მას ტალანტი არ ჰქონდა და კარგი ფეხბურთელი ვერ გამოვიდოდა,ამიტომ გადაწყვიტა რომ მწვრთნელი ყოფილიყო.თუმცა იცოდა რომ მას წინ ძალიან გრძელი გზა ელოდა.

მისი გზა დაიწყო იმით რომ მან ჩააბარა პორტუგალიის სპორტის ინსტიტუტში იქ მან 5 წელი ისწავლა.23 წლის ასაკში მან დაამთავრა ინსტიტუტი და გაემგზავრა შოტლანდიაში ცოდნის გამყარებისთვის.სწორედ იქ მან გაიცნო "სერ ბობი რობსონი".სერ ბობიმ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჟოზეს პროფესიულ განვითარებაში.

1994 წელი-პორტუ


1994 წელს პორტუს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა სერ ბობი რობსონი.მას გუნდში თარჯიმანი სჭირდებოდა.მოგეხსენებათ ჟიზე თავიდანვე ნიჭიერი იყო და არაერთი ენა იცოდა.ამიტომ სერ ბობიმ სწორედ ის დანიშნა გუნდში თარჯიმნად.ამ დუეტმა პორტუში 2 წელი გაატარეს და საკმაოდ წარმატებულად 1995 წელს მათ პორტუს ჩემპიონატში 1 ადგილზე დააბრუნეს.შემეგ კი იყო მოწვევა ბარსელონადან...

1996 წელი-ბარსელონა


1996 წელს სერ ბობი ბარსელონას მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.მან რათქმაუნდა ჟოზე არ დატოვა და ასე ისინი ბარსელონაში გადაბარგდნენ.სერ ბობიმ ბარსაში 1 წელი გაატარა რის შემდეგ მან დატოვა კლუბი.სწორედ იმ სეზონში 1996-1997 ბარსაში ბრწყუნავდა ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო.მათ თასების თასი მოიგეს თუმცა ლა–ლიგაში ჩემპიონობა რეალს დაუთმეს.1997 წელს ბარსას მთავარ მწვრთნელად ლუის ვან გაალი დაინიშნა.ჟოზე აპირებდაკატალონიის დატოვებას თუმცა ვან გაალმა მას დარჩენა სთხოვა.ჟოზე დარჩა ბარსამ 2 წელი ზედიზედ იჩემპიონა ლა-ლიგაში.მოგახსენებთ თავად მის სიტყვებს:

"ორივე მწვრთნელმა ჩემს კარიერაში დიდი როლი ითამაშა.სერ ბობიმ მე აღმომაჩინა და გზაზე დამაყენა.ლუის ვან გაალამ კი განმავითარა როგორც მწვრთნელი.ზოგჯერ ბარსაში ვარჯიშები მე მიმყავდა ვან გაალი მაძლევდა ამის საშუალებას.ის ტრიბუნაზე იჯდა და უყურებდა თუ როგორ ვატარებდი ვარჯიშებს შემდეგ ის მეუბნებოდა რომ მე დიდი სამწვრთნელო ნიჭი მქონდა".

2001 წელი-ლეირია


2000 წელს დაიწყო ჟოზეს ნამდვილი სამწვრთნელო კარიერა.ის სათავეში ჩაუდგა პორტუგალიის ყველაზე ღარიბ და აუთსაიდერ კლუბს ლეირიას და შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა.მან კლუბი ჩემპიონატში მე-4 ადგილზე გაიყვანა.ლეირიასთვის ეს ჩემპიონატის მოგების ტოლფასი იყო.კლუბი პირველად თავის ისტორიაში გავიდა ევროთასებზე.ეს გახდა მთავარი მიზეზი იმისა რომ ის პორტუს მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.

2002 წელი-პორტუ


2002 წლის იანვარში ის დაინიშნა პორტუს მთავარ მწვრთნელად.სწორედ იქ მან დაასახელა თავისი ლოზუნგი: მოტივაციას+ამბიციები+ბრძოლა+კიდევ ბრძოლა+და კიდევ რძოლა=დიდ წარმატებას და მან ეს დაატკიცა 2 სეზონში პორტუსთან ერთად მან ყველაფერი მოიგო რაც კი შეიძლებოდა.მაშინ გახდა ის ყველასათვის ცნობილი.2003-2004 წლებში მისი პორტუ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.ამ გამარჯვების გზაზე მათ ჩამოიშორეს მანჩესტერ იუნაიტედი დეპორტივო და ბოლოს ფინალში მონაკო.2004 წლის ზაფხულს კი მის კარიერაში ახალი ერა დაიწყო...

2004 წელი-ჩელსი


2004 წლის ზაფხულს ის ჩელსიში გადაბარგდა და პირველივე პრესს-კონფერენციაზე წარმოსთქვა თავისი სახელგანთქმული ფრაზა "I am special one"."მე განსაკუთრებული ვარ".მან ეს სიტყვები პირველივე წელს დაამტკიცა.მან ჩელსის 50 წლის შემდეგ დაუბრუნა ჩემპიონობა ინგლისში.შემდეგ წელს მან გაიმეორა ეს შედეგი და არისტოკრატები ზედიზედ მეორეჯერ გახდნენ ჩემპიონები.2006-2007 წლების სეზონში მან მოიგო იგლისისი თასი და ინგლისისი ლიგის თასი.2007 წლის სექტემბერში კი ის გაათავისუფლეს თანამდებობიდან.ეს ჩელსისთვის ისეთივე დიდი შეცდომა იყო როგორიც რეალისთვის ვისენტე დელ ბოსკეს გაშვება.

თავი რომან ამრამოვიჩმა გამოიჩინა ჩელსის მფლობელმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა.ის ჩაერია ჟოზეს საქმეებში.განსაკუთრებით დგას 1 შემთხვევა.აბრამოვიჩმა 60 მილიონ ევროდ მილანიდან იყიდა ანდრეი შევჩენკო.ეს ტრანსფერი ჟოზეს არ სურდა და უნდოდა ამ თანხით რამოდენიმე სხვა ფეხბურთელების ყიდვა.მას არ დაუჯერეს და შედეგიც ის გახლდათ რომ შევჩენკომ მთლიანად ფიასკო განიცადა ინგლისში.ჟოზემ ჩელსის ეს აპატია მაგრამ როდესაც 2007 წლის ზაფხულს მას არ უყიდეს ის ფეხბურთელები რომლებიც სურდა პოტუგაილელმა ეს აღარ აიტანა მან განაცხადა რომ კლუბს ტოვებს.ამის შემდეგ მან ცოტა ხნით პაუზა აიღო...

2008 წელი-ინტერი


2008 წლის ზაფხულს ის ინტერს ჩაუდგა სათავეში.ინტერის პრეზიდენტი მასიმო მორატი მას ყველა სურვილს უსრულებდა ანუ ყიდულობდა იმ ფეხბურთელს რომელსაც ჟოზე მოისურვებდა.პორტუგალიელმა პირველივე წელს უპრობლემოდ მოიგო სკუდეტო.2009 წლის ზაფხულს ინტერმა კიდევ შეიძინა ის ფეხბურთელები რომლების ჟოზეს სურდა.ეს კი გახდა საფუძველი იმისა რომ ინტერმა განვლილ სეზონში აბსოლიტურად ყველა ტიტული მოიგო.ინტერმა მოიგო სამივე ტიტული სკუდეტო,იტალიის თასი და მთავარი მორატის ჯოზემ ყველაზე დიდი საჩუქარი გაუკეთა 40 წლის შემდეგ ინტერმა მოგო ჩემპიონთა ლიგა და ეს კლუბი ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონი გახდა.ჟოზე შეუერთდა ერნსტ ხაპელს და ოტმარ ჰითცფელდს.ამჯერად 3 მწვრთელს აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა ორჯერ ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად.

2010 წელი-მადრიდის რეალი


და დადგა დრო როდესაც მან ტიტულები უნდა მოიგოს მადრიდის რეალთან ერთად.მას სურს რომ გახდეს პირველი მწვრთნელი რომელიც მოიგებს 3 სხვადასხვა შედა ჩემპიონატს და ასევე 3 ჩემპიონთა ლიგას 3 სხვადასხვა კლუბთან ერთად.მას ახალი მოტივაცია აქვს.მოტივაცია კი მისი თქმით წარმატების გზისკენ ერთ–ერთი მთავარი რამაა.მაშ ვუსურვოთ მას წარმატებები.წინ ჟოზე გვჯერა მადრიდის რეალი ძველ დიდებას დაიბრუნებს.

ჟოზეს პრინციპები:


1.მე მაქვს უფლება რომ ვიყო ამაყი თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი შრომით ბევრს მივაღწიე და დღეს–დღეობით მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ვარ.

2.მე სამქე მექნება მხოლოდ მოტივირებულ ფეხბურთელებთან

3.მე არ ვიცი რას ნიშნავს ძირითადის და სათადარიგო სკამის მოთამაშე.

4.გუნდში უნდა იყოს მკაცრი დისციპლინა,სხვანაირად წარმატებას ვერ მიაღწევ

5.მე წარმატებას ვხედავ მოტივაციაში,ამბიციებში ბრძლოაში, ბრძლოაში და კიდევ ერთხელ ბრძოლაში.

ჟოზეს ტიტულები:


1. 2 გზის პოტუგალიის ჩემიონი

2. პორტუგალიის თასი

3. პორტუგალიის სუპერ თასი

4. 2 გზის ინგლისის ჩემპიონი

5. ინგლისის თასი

6. ინგლისისი ლიგის თასი

7. ინგლისის სუპერ თასი

8. 2 გზის იტალიის ჩემპიონი

9. იტალიის ტასი

10. უეფას თასი

11. 2 გზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული

საინტერესო ფაქტი:


ჟოზე მოურინიოს აქვს მსოფლიოში უნიკალური რეკორდი მისი გუნდები საკუთარ სახლში, შიდა ჩემპიონატებში მატჩებს არ აგებენ.ეს სერია ამჯერად 136 მატჩს მოიცავს.2002 წლის 23 თებერვლის შემდეგ არასდროს არც პორტუში არც ჩელსიში და არც ინტერში ჟოზეს სახლში თამაში წანაგები არ აქვს. ეს შიდა ჩემპიონატებს ეხება.

მაშ ასე: აი ასეთია ის მეგობრებო The special one-ჟოზე მარიუ დოშ სანტოშ მოურინიო.


ავტორი:David-Kaka dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)