ვალვერდე:„ჩვენ შეგვიძლია „ბარსელონას“ დამარცხება, საოცარი მოტივაცია გვაქვს“

ფედერიკო ვალვერდემ „ელ კლასიკოსთან“ დაკავშირებით ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა და საინტერესო საკითხები მიმოიხილა...


„აღელვებულები, მოტივირებულები, შემართულები და მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ. ვიცით, რას ნიშნავს მადრიდის „რეალის“ ღირსების დაცვა. ეს დიდი პასუხისმგებლობა და ამასთან ერთად ბედნიერებაა. ვთვლი, რომ სეზონის უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას ვთამაშობთ.“

„„ელ კლასიკოში“ მონაწილეობის მიღება ყველას ოცნებაა, მაგრამ მხოლოდ რჩეულებს ეძლევათ ამის საშუალება, ამიტომ ვთვლი, რომ ეს შანსი 100%-ით უნდა გამოვიყენოთ.“

„ცხადია, დიდი სურვილი მაქვს, მოედანზე გავიდე და მაქსიმალურად დავიხარჯო. ეს გუნდს გამოადგება. ბავშვობიდან ვოცნებობდი მადრიდის „რეალის“ მაისურის მორგებაზე, დღეს კი ძალიან ბედნიერი და როგორც უნდა აღვნიშნე მოტივირებული ვარ.“

„წარმატების გასაღები? თუ ბოლომდე დავიხარჯებით და ფეხბურთელები შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ „ბარსელონას“ დამარცხებას შევძლებთ. მჯერა, რომ თუ ამას გავაკეთებთ წარმატება გარდაუვალია.“

„„ბარსელონას“ წინააღმდეგ გოლის გატანას სხვა ფასი აქვს. ბუნებრივია, უბედნიერესი ვიყავი, როდესაც კატალონიელთა კარის აღება შევძელი. ვეცდები, ანალოგიური კიდევ ბევრჯერ გავიმეორო. „ელ კლასიკოს“ მოგების შემდეგ თავბრუ მეხვეოდა, არანორმალურად ბედნიერი ვიყავი და სრულფასოვნად აზროვნებაც კი არ შემეძლო. როდესაც სახლში მივედი, 1 000-ზე მეტი შეტყობინება დამხვდა.“

„ძალიან მსიამოვნებს „რეალის“ ღირსების დაცვა. ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხვდი. ყველა შემთხვევაში კონცენტრირებული ვიქნები. არ ვიცი, მოვხვდები, თუ არა სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა გუნდს ნებისმიერი ადგილიდან მხარს დავუჭერ. ჩემთვის ამ დღეს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.“ dle 10.1

  • Hala
  • 23 ოქტომბერი 2021
  • 1000
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (56)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)