სერხიო რეგილონის საკითხი განახლდა

მადრიდის „რეალი“ დილემის წინაშე დგას. ფაქტია, რომ გუნდის დაცვის მარცხენა ფრთაზე სერიოზული პრობლემები აქვს. მარსელო საუკეთესო ფორმისგან შორს არის და სეზონის ბოლოს გუნდის დატოვებას აპირებს, მენდი მუდმივად ტრავმიანობს, დავიდ ალაბას კი ანჩელოტი დაცვის ცენტრში ხედავს და არა მარცხენა ფლანგზე...


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მადრიდელებმა სერხიო რეგილონი ისევ გაიხსენეს, რომელიც „ტოტენჰემის“ ღირსებას იცავს და საკმაოდ საიმედო მარცხენა მცველად ითვლება. სანტიაგო სოლარის ეპოქაში რეგილონს შანსები მიეცა, ის რამდენჯერმე ესპანეთის ნაკრებშიც მოხვდა და საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცა.

„რეალისა“ და „ტოტენჰემის“ შეთანხმებაში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის აგვისტოს ბოლომდე ფლორენტინო პერესს მოთამაშეს გამოსყიდვის საშუალება აქვს და ლონდონური გუნდი ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაწევს, თუმცა კონტრაქტი მითითებულია თანხაც, 45 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც „მერენგებმა“ უნდა გადაიხადონ.

თავის დროზე „ტოტენჰემმა“ ესპანელის სანაცვლოდ 40 მილიონი გაიღოს, რაც იმას ნიშნავს, რომ პერესს მხოლოდ 5 მილიონის დამატება მოუწევს, სანაცვლოდ კი კიდევ უფრო გამოცდილ და მრავალმხრივ მცველს მიიღებს. dle 10.1

  • Hala
  • 11 ოქტომბერი 2021
  • 697
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)