ვაარტის მთავარი მიზანი ფინალში გასვლაა

მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელი, რაფაელ ვან დერ ვაარტი და მთლიანად ჰოლანდიის ნაკრები, ფინალში გასვლისთვის ემზადებიან...


მადრიდისტამ ტრავმა მოირჩინა და ახლა იგი მზად არის დაუბრუნდეს ძირითად თერთმეტეულს. შეგახსენებთ, რომ ნარინჯისფრებს ვერ დაეხმარებიან ნაიჯელ დე იონგი და ვან დერ ვაილი.

რაფამ მსოლფიო ჩემპიონატზე მხოლოდ 212 წუთი გაატარა, მაგრამ ის მაინც ითამაშებს ურუგვაისთან: ”ჩვენ ყველას ძალიან გვსურს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება და ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია” - აცხადებს ვაარტი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ურუგვაის ლუის სუარესი და ფუცილე დააკლდებიან, ხოლო ლუგანოს თამაშის საკითხი კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მომავალ 1/2 ფინალზე კომენტარი გააკეთეს ურუგვაისა და ჰოლანდიის ნაკრების თავკაცებმა. ოსკარ ტაბარესმა განაცხადა: ”ჰოლანდიას ძალიან ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ”. როგორც ვხედავთ ორივე ნაკრების მწვრთნელები ფრთხილობენ, რაც ჰოლანდიის ნაკრების დამრიგებლის კომენტარშიც ჩანს: ”ყველამ კარგად დაინახა, თუ რა შეუძლია ურუგვაის ასე, რომ ურთულესი მატჩი გველის”.

ეს გუნდები ერთმანეთს 1974 წლის მუნდიალზე შეხვდნენ და მაშინ ნარინჯისფრებმა მოიპოვეს გამარჯვება.


ინფორმაციის წყარო:Realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (375)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)