პერესი:,,მბაპეზე იანვარში სიახლეები გვექნება"

ფლორენტინო პერესმა კილიან მბაპესთან დაკავშირებით ისაუბრა. ესპანელი პრეზიდენტი ასევე შეეხო ბერნაბეუს რეკონსტრუქციის პროექტს...


„იანვარში მბაპეს ოფიციალურად მიეცემა მოლაპარაკებების წარმოების უფლებ. ჩვენ ამ ტრანსფერთან დაკავშირებით იანვარში განცხადებით მოგმართავთ, ალბათ ყველას, თუმცა ჯერ დეტალებზე საუბარი მიჭირს.“

„დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა, რომ 2022 წლის დასაწყისში ლოტინთან დაკავშირებით ინფორმაციები გვექნება.“

„პანდემიის გამო მადრიდის „რეალმა“ ნახევარ მილიარდზე მეტი უკვე დაკარგა. ალბათ 3 წლამდე დაგვჭირდება იმისათვის, რომ ძველ ციფრებს დავუბრუნდეთ და გეგმები შევასრულოთ. ჩვენმა ეკონიმიკურმა გუნდმა უდიდესი ძალისხმევა გაიღო, რის შედეგადაც ბევრი ბალანსი შენარჩუნებულია, თუმცა „რეალი“ დღეს ამ თვალსაზრისით გაცილებით წინ იქნებოდა, ვიდრე დღეს არის.“

„ახალი ბერნაბეუ მის ლოკაციას მადრიდის ცენტრად აქცევს. ეს იქნება ყველას შეხვედრის ადგილი, ესპანელის თუ არაესპანელის. აღნიშნულ არენას მსოფლიოში ანალოგი არ ექნება.“ dle 10.1

  • Hala
  • 5 ოქტომბერი 2021
  • 2269
  • 12

1

5 ოქტომბერი 2021 18:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
უდიდესი ხარ ფლორენტინო. იმედია შენს მერეც შენი მსგავსი მოვა და არა კალდერონისნაირი ჩმორი

2

5 ოქტომბერი 2021 19:55

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
📰Ge Globo (❓) | მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი კაზემირო ბრაზილიის ნაკრების განკარგულებაში არ არის "პირადი მიზეზების გამო." საეჭვოა მისი მონაწილეობა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში.

🗣 ფაბრიციო რომანო (ჟურნალისტი და ინსაიდერი) | მბაპეს ინტერვიუს მნიშვნელოვანი მომენტი თვითონ ეს ფაქტი და მისი გამოქვეყნების დროა. "პსჟ"-ში დარჩენა, რომ სურდეს საერთდ არ ჩაწერდა ამ ინტერვიუს. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ მბაპეს სურდა მსოფლიოსთვის ეთქვა: "მადრიდის "რეალში" გადასვლა მინდა".

‼ დანი კარვახალი გუნდს "შახტართან" მატჩისთვის დაუბრუნდება.

🇪🇦 AS

3

5 ოქტომბერი 2021 21:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 748
ადმნი მენდიზე რაისმის ბოლოსდაბოლოს მოირჩინა თუარა ის ტრამვა და ხოარ დაწერილა როდის დაბრუნდება?

4

5 ოქტომბერი 2021 22:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2189
ლიგაზე შეეძლება ამას თამაში ისე ?
თუ გადმოვიდა იანვარში.
-----------------------
მოხდების ხოლმე არწივი
დაჭრილი დაბლა დავარდეს,
მაგრამ ქათამი ზეცაში
ვერასდროს გაინავარდებს.

5

5 ოქტომბერი 2021 22:26

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ვრცლად მბაპე: "მადრიდის "რეალი"? ეს არის ჩემი ოცნება, ჩემი სურვილი".

ფრანგი ფორვარდის დიდი ინტერვიუ გამოცემა RMC-ისთან. 📰

💬"რეალის" შემოთავაზება? დიახ, გვიან მოვიდა, მაგრამ ჯერ კიდევ ივლისში "პსჟ"-ს ხელმძღვანელობას ვუთხარი, რომ წასვლა მინდოდა.
ყველას ვუთხარი-პრეზიდენტს, სპორტულ დირექტორს, ჩემს თანაგუნდელებს, რომ ამ ზაფხულს "პსჟ"-ს დატოვება მინდა. კლუბში ვერავინ იტყვის, რომ ამის შესახებ არ იცოდნენ."

💬 "ალ-ხელაიფს არაფერს ვაბრალებ. მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ის საკუთარ პოზიციას და მთელი კლუბის ინტერესებს იცავს. მართალია, რომ ის ბევრ ვნებას ატანს კლუბის დაცვას. ის საოცარი პრეზიდენტია."

💬 "პსჟ 2017 წელს ავირჩიე, აქ 4 წელი გავატარე, რომლის განმავლობაში იყო როგორც კარგი, ასევე ცუდი მომენტები. მაგრამ მე არასოდეს მითქვამს: "რატომ მოვედი აქ?" მე უბრალოდ ვუთხარი ხელმძღვანელობას: "მე მინდა წავიდე", რაზეც მათ მიპასუხეს: "ჩვენ არ მოგცემთ უფასოდ გაგიშვათ." ასე დავრჩი, ვაგრძელებ "პსჟ"-ში თამაშს და გოლების გატანას. აი ასე."

💬 "დამიკავშირდა თუ არა ხელმძღვანელობა კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ბოლო კვირების განმავლობაში? არა. კონტაქტები არ ყოფილა."

💬 "ჩემზე ნაკლები ზეწოლა იქნებოდა, თუ მადრიდში გადავიდოდი? იმის გათვალისწინებით, თუ ვინ გავხდი, ზეწოლა არასდროს იქნება მცირე (არ იგულისხმება კრიტიკა)."

💬 "მადრიდში გადასვლა კრიტიკისგან თავის დაღწევის საშუალებაა? მართლა ფიქრობთ, რომ თუ "რეალში" გადავალ, ისინი ჩემს კრიტიკას შეწყვეტენ? იმის გათვალისწინებით, თუ ვინ გავხდი, ზეწოლა არასოდეს იქნება მცირე."

💬 "კრიტიკა ჩემს მიმართ? ამის გამო კარიერას არავინ ამთავრებს. შენ არ შეიძლება იყო ფეხბურთელი, რომელიც იტორიაში ისე შევა, როგორც კრიტიკის გამო გაქცეული."

💬 "მადრიდის "რეალი" ? ეს არის ჩემი ოცნება, ჩემი სურვილი. დარწმუნებული ვარ, რომ ალბათ დადგა დრო."

💬 "დავგეგმე თუ არა ჩემი კარიერა? ხალხი ყოველთვის ფიქრობს, რომ ყველაფერი უკვე ცნობილია, მაგრამ ეს ასე არ არის. მაქვს ოცნებები, სურვილები. არ შეიძლება 15-წლიანი კარიერის გეგმა გქონდეს. არ ხდება ისე, რომ 2021 წელს ერთი რამის გაკეთებას ვგეგმავ, 2023 წელს კი მეორესი. ეს სისულელეა. ასე არ ხდება."

💬 "არავინ მაიძულა "პსჟ"-ში გადასვლა. ეს მთლიანად ჩემი გადაწყვეტილებაა. როდესაც "მონაკოს" ფეხბურთელი ვიყავი, ყველა ტოპ კლუბთან მქონდა მოლაპარაკება. "მონაკოს" ხელმძღვანელობის ნებართვა მქონდა და "პსჟ"-ს შეთავაზებას დავთანხმდი, რადგან ისინი ჩემს ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდნენ. "პსჟ"-ში გადასვლის გადაწყვეტილება ჩემ მიერ იქნა მიღებული. ეს იყო ჩემი არჩევანი."

💬 "გულშემატკივრების გაღიზიანება და რომ ისინი მისტვენდნენ? გულახდილი ვიქნები. მე მესმის მათი. იმ სიტუაციაში, როცა ბევრი ჭორი ვრცელდება, კიდევ რა შეუძლიათ მათ? მეც კი დავუსტვენიდ ჩემს თავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ აღარ მოვწონვარ, ისინი კვლავაც მხარს მიჭერენ. იმ პერიოდში იმედგაცრუება საუბრობდა მათში

სინამდვილეში, მათ არაფერი იცოდნენ, "რეალის" შეთავაზებას 26 აგვისტოს და 2-3 სტატიას უცხოურ და ფრანგულ მედიაში ყველას პანიკა მოყვა. ყველას უნდოდა, რომ კომენტარი გამეკეთებინა, მაგრამ ეს ვერ შევძელი."

ციტატა: ბალი
ლიგაზე შეეძლება ამას თამაში ისე ?
თუ გადმოვიდა იანვარში.

არა ძმა პსჟში ითამაშა უკვე ლიგაზე

6

5 ოქტომბერი 2021 22:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
ციტატა: Hala madrid1902
ადმნი მენდიზე რაისმის ბოლოსდაბოლოს მოირჩინა თუარა ის ტრამვა და ხოარ დაწერილა როდის დაბრუნდება?

კარვახალიც და მენდიც მარსელოსთან ერთად სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება

7

5 ოქტომბერი 2021 22:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 695
ბიჭებო ვინმემ იცით რამოსის ტრამვა რამდენად სერიოზულია და როდის შეეძლება თამაში? ვერ ვნახე წყარო ვერსად

8

5 ოქტომბერი 2021 22:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 748
ციტატა: LUCA MODRIC
ციტატა: Hala madrid1902
ადმნი მენდიზე რაისმის ბოლოსდაბოლოს მოირჩინა თუარა ის ტრამვა და ხოარ დაწერილა როდის დაბრუნდება?

კარვახალიც და მენდიც მარსელოსთან ერთად სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება

ოოოო კაია

9

5 ოქტომბერი 2021 23:03

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ოპააა შახტართან მენდი და კარვახალი სრულ მზადყოფნაში იქნებიან და თუ ვინმე.არ აიკუწა კლასიკოში ბაევოი სასტავია, მენდი კარვახალი ალაბა მილიტაო არაა ცუდი დაცვა და ყველა თუ გვეყოლება ავაწიოკებთ

10

6 ოქტომბერი 2021 00:41

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: ბალი
ლიგაზე შეეძლება ამას თამაში ისე ?
თუ გადმოვიდა იანვარში.

Ki shedzlebs

11

6 ოქტომბერი 2021 11:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1006
ციტატა: iviko
ციტატა: ბალი
ლიგაზე შეეძლება ამას თამაში ისე ?
თუ გადმოვიდა იანვარში.

Ki shedzlebs

როგორც ვიცი თამაშს ვერ შეძლებს ლიგაზე, ზამტარში ალბათ ოფიციალჯრ კონტრაქტს გაუფორმებენ და ზაფხულში შეუერთდრბა გუნდს, ესაა გეგმაში დიდი ალბათობით

12

7 ოქტომბერი 2021 19:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1437
შეძლებს ლიგაზე თამაშს შეიცვალა ეგ წესი მარა ზამთარში არავინ გამოუშვენს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (175)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)