მაგათი: ”ჩვენ რაულით დაინტერესებულნი ვართ”

”შალკეს” მთავარმა მწვრთნელმა, ფელიქს მაგათმა განაცხადა, რომ იგი დაინტერესებულია რაულის შეძენით და უკვე მის აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.


საუბრები ელ კაპიტანოს გუნდიდან წასვლის შესახებ, უფრო და უფრო აქტუალური ხდება და ამის მიზეზი შვიდიანის უთამაშებლობაა. ჟოზე მოურინიოსთან შეხვდერის შემდეგ გაირკვა, რომ რაულის მომავალი მის ხელშია და სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს თავისი ბედი. შეგახსენებთ, რომ გონსალესს შემოთავაზებები ინგლისიდან და გერმანიიდანაც აქვს.

ყოველივე ამაზე კი რაულის აგენტმა ხინეს კარვახელმა განაცხადა, რომ მის კლიენტს კონკრეტული შეთავაზება არ მიუღია, ხოლო ფელიქსი კი აცხადებს: ”ჩვენ რაულით დაინტერესებულნი ვართ. ვიცით, რომ მისი შეძენა სხვა კლუბებსაც სურს, მაგრამ მას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია”.

როგორც მოგეხსენებათ, ”შალკე” მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. სწორედ ამიტომ კლუბს ესაჭიროება გაძლიერება. გერმანელებმა მადრიდის ”რეალის” ერთი ფეხბურთელი, კერძოდ კი კრისტოფ მეტცელდერი უკვე შეიძინეს.


ინფორმაციის წყარო:marca.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)