ანჩელოტი:„„რეალი“ წაგებას არ იმსახურებდა“

კარლო ანჩელოტიმ „შერიფთან“ სამარცხვინო მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ამ მარცხის ახსნა ძალიან ძნელია, მაგრამ ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა. ადრეც ვამბობდი, რომ „შერიფი“ დიდი მოტივაციით ითამაშებდა და საკმაოდ რთული პაექრობა გველოდა, თუმცა ფაქტია, რომ არნახულ უპირატესობას ვფლობდით და გოლის გატანა ძალიან ბევრჯერ შეგვეძლო.“

„ედენ აზარმა კარგად ითამაშა, ბელგიელი გოლის გატანას ცდილობდა, მაგრამ რამდენიმე მომენტში არ გაუმართლა, რაც ძალიან სამწუხაროა.“

„თამაში მცირე ჩავარდნებისა და დეტალების გამო წავაგეთ. სრული კონტროლი გვქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ გამარჯვება სტუმრებს დარჩათ.“

„კამავინგა მარცხნივ, ხოლო ფედერიკო ვალვერდე მარჯვნივ იწევდა. ეს მათი დავალება იყო. ორივე მოთამაშეს აქვს ცენტრიდან ფლანგზე მოძრაობის გამოცდილება.“

„მსაჯზე კომენტარს არ გავაკეთებ. ეს იყო ჩემი 130-ე მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე და დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, როდესაც პატივისცემით არ მომმართეს.“

„მატჩის შემდეგ ბენზემას მივულოცე, მან ისტორიული გოლი გაიტანა. ფრანგს ვუთხარი, რომ ასეთ ტემპში თამაში უნდა განაგრძოს.“

„მოდით ყველა შევთანხმდეთ, რომ ჩემი გუნდი წაგებას არ იმსახურებდა. ჩვენ აუცილებლად გამოვასწორებთ სიტუაციას და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას შევეცდებით.“

„როგორც სჩანს, კონკურენცია საკმაოდ მაღალი იქნება. „შერიფი“ აღარ ხუმრობს, ეს გუნდი 1/8 ფინალისთვის იბრძოლებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 29 სექტემბერი 2021
  • 11086
  • 7

1

29 სექტემბერი 2021 09:10

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კაი ნუღა წუწუნებთ აწი,რაც იყო იყო,ახია თქვენზე და იმათზე ალალი.საშვილთაშვილიშვილო სენსაცია გამოაცხვეს როჟებმა.გულიც ვერ დამწყდა დაჟე,წარმოვიდგენ რო შერიფის ადგილას რომელიმე ჩვენი გუნდი იყო თითქოს და გულს ეამება.ჩვენ ვიფხანოთ ერთი ადგილი და ვიწუწუნოთ,სანამ ყველა არ ისწავლა თამაში ბლეად,ნეტაი ასეთ ამბავს მომასწრო რო ქართული გუნდი რეალს,ბარსას,ბაიერნს და ამნაირ კალიბრის გუნდს მისსავე სტადიონზე დაადებს. პატივისცემა შერიფს,ინტერს თუ ჩატოვებენ ძაან კაიც იქნება დდდდ

2

29 სექტემბერი 2021 10:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 748
✝️ ღმერთო დაიფარე ჩვენი ნერვები

3

29 სექტემბერი 2021 14:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1944
ტოტალიზატორი აკონტროლებს ყველა თამაშს და უბრალოდ ყურებაც აღარ შეიძლება.

4

29 სექტემბერი 2021 14:54

  • ჯგუფი: მწერალი
  • |
  • სიახლეები: 158
  • |
  • კომენტარები: 485
გადაწვავს ეს გუნდს რაც ბოლო სეზონში გააკეთა ისე იქნება ზუსტად! არ მჯერა ამის ტიტულების!
-----------------------
14 LOADING...

5

29 სექტემბერი 2021 16:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 186
არავინ სრ იცის რა მოხდა, ერთი კია, ბავარიამაც წააგო ბატესთან მაგრამ იმ წელს ლიგა დადო, ასე რომ...

6

29 სექტემბერი 2021 19:41

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
სამაგიეროდ, 2-იანზე კუში იყო 25, ხოდა 10 ლიმონი დადო 2-იანზე პერესმა (იასნია, სხვის სახელებზე) და ხალიფისაგან მბაპეს გამოსასყიდი 250 ლიმონი იშოვა.
ვერ გავიგე, მბაპეც გინდათ და მოგებაც, ეგრე სად არიო, ბაბუმ? დ:

7

29 სექტემბერი 2021 21:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5
ციტატა: zizu2020
ტოტალიზატორი აკონტროლებს ყველა თამაშს და უბრალოდ ყურებაც აღარ შეიძლება.

იეს იეს იეს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (328)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)