ჟერარდის სატრანსფერო საგა გრძელდება

საფეხბურთო სამყარომ კარგად იცის, რომ მადრიდის რეალს სურს შეიძინოს ლივერპულისა და ინგლისის ნაკრების კაპიტანი. სამეფო კლუბი მზად არის ფეხბურთელში 24 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ ბრიტანული კლუბი ჟერარდში 30 მილიონს ითხოვს.


მას შემდეგ, რაც ინგლისი დაემშვიდობა მსოფლიო ჩემპიონატს მადრიდის რეალმა დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები ფეხბურთელთან და თავად მოთამაშესაც მისცეს უფლება ეწარმოებინა მოლაპარაკება ნებისმიერ კლუბთან. პირველი კონტაქტი თეთრებმა სტივთან ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მუნდიალის დაწყებამდე დაამყარეს და შეამოწმეს, რამდენად რეალური იყო მისი გადმობირება. როდესაც აღმოჩნდა, რომ შანსები არის კლუბი ინგლისის ნაკრების გამოვარდნას დაელოდა და კვლავ განაახლა ფეხბურთელთან კონტაქტი.

ლივერპულს ახლა ძალიან ცუდი დრო უდგას და მფლობელები მზად არიან გაყიდონ გუნდის ლიდერები. ამ ტანსფერს წინ არაფერი უდგას, მითუმეტეს ჟერარდის აზრით, მადრიდის რეალში კარიერის გაგრძელება მისთვის შანსი იქნება კვლავ ითამაშოს უმაღლეს დონეზე და მიაღწიოს გარკვეულ წარმატებას, მაშინ როდესაც ლივერპულის მომავალი ბუნდოვანია, კლუბი ვალებშია ჩაფლული. ამ კლუბში ერთი ციკლი დასრულდა, გუნდიდან წავიდა ბენიტესი, რომელიც როი ხოჯონსმა შეცვალა და გაურკვეველია რა იდეები მოიტანა თან. ჟერარდმა კი იცის, რომ მას რეალში ყველა ელის.

ერთადერთ სირთულეს ამ ტრანსფერში წარმოადგენს ის, რომ ჟერარდი კლუბს არ მოსთხოვს მის გაშვებას. ინგლისში არსებობს ე.წ. "transfer request", რომელიც გულისხმობს ფეხბურთელის მიმართვას კლუბისადმი გაუშვას ის სხვა გუნდში, რომელიც გამოიყენა ალონსომ და გადმობარგდა რეალში, ინგლისელები კი ამ დაუწერელ წესს დიდი პატივისცემით ეკიდებიან. ამ ხერხს კი ჟერარდი არ გამოიყენებს, რადგან ის დიდ პატივს სცემს როგორც ლივერპულს ასევე მის გულშემატკივრებს, ამიტომ არასოდეს განაცხადებს, რომ სხვა კლუბში თამაშზე ოცნებობს. ჟერარდის ტრანსფერში დიდ როლს აუცილებლად ითამაშებს ჟოზე მოურინიო, რომელიც ჯერ ჩელსიში ცდილობდა მის გადაბირებას, ხოლო შემდეგ ინტერში.

როგორც ჩანს ფლორენტინო პერესი თავისას არ იშლის და კვლავ განახორციელებს ისეთ ტრანსფერებს, როგორიც მას სჩვევია. ჟერარდის ტარანსფერი შეგვიძლია შევადაროთ ბექჰემის მანჩესტერიდან რეალში გადაბარგებას. სტივი არამარტო გააძლიერებს სამეფო კლუბის ნახევარდაცვას, არამედ გამოიყოლებს ახალ გულშემატკივრებსაც, რომლებისთვისაც ჟერარდი კუმირია და დამეთანხმებით საფეხბურთო სამყაროში ასეთი არც თუ ისე ცოტაა. dle 10.1

  • SunSay
  • 4 ივლისი 2010
  • 1559
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)