„რეალი“ ლა ლიგის ერთპიროვნული ლიდერი გახდა!

ლა ლიგის 5 ტურის შემდეგ მადრიდის „რეალმა“ 13 ქულა მოუყარა თავი და ესპანეთში ერთპიროვნული ლიდერი გახდა...


ანჩელოტის გუნდმა „ვალენსიას“ დამარცხების წყალობით ყველა უკან მოიტოვა. მეორე პოზიციას „ატლეტიკო“ იკავებს 11 ქულით, ხოლო მესამეზე „ვალენსიაა“ 10 ქულით.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2 მატჩი აქვს რეზერვში „ბარსელონას“, რომელსაც 7 ქულა აქვთ, თუმცა ორივე დაპირისპირებაში 100%-იანი შედეგის ჩვენების შემთხვევაში „რეალთან“ გათანაბრების შანსი ექნება.

რაც შეეხება ბურთების ბალანსს, ანჩელოტის კოლექტივი ამ კომპონენტშიც საუკეთესოა, მადრიდელებს 5 მატჩში 15 გოლი აქვთ გატანილი და 7 გაშვებული.

საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, „მერენგები“ თითო პაექრობაში 3-ჯერ ახერხებენ მეტოქის კარის აღებას. dle 10.1

  • Hala
  • 20 სექტემბერი 2021
  • 843
  • 4

1

20 სექტემბერი 2021 12:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
იქ სადაც წესით უნდა იყოს, რეალი უნდა იგებდეს ლალიგა და ბომბარდირიც რეალის ფეხბურთელი უნდა ხდებოდეს სულ. წელსაც ვეღარ შეტენიან მძორტლეტიკოს ლალიგას

2

20 სექტემბერი 2021 12:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9020
ციტატა: ZIDANE5
იქ სადაც წესით უნდა იყოს, რეალი უნდა იგებდეს ლალიგა და ბომბარდირიც რეალის ფეხბურთელი უნდა ხდებოდეს სულ. წელსაც ვეღარ შეტენიან მძორტლეტიკოს ლალიგას

ატლეტიკოს არა იმას შეტენეს. ეგრე ყველას წინააღმდეგ ხდება შეცდომა მარა რეალი საკუთარი თავის წინააღმდეგ თამაშობდა როცა 1-0 ზე იუვესნაირად და ატლეტიკოსტნაირად თამაშობდა

3

20 სექტემბერი 2021 12:29

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბრავო ბიჭებს,გოლის მერე გარდასახეს თავები და კიც მოიგეს,ვასკესის გარდა ყველა კაი იყო ვაფშე,ხოდა კიდე კაზემიროც არ ვარგოდა,კამავინგა უკვე დონეა,საღოლ ძაან მაგარი ვიღაცაა,მომდევნო ტურში ძირითადიც ეკუთვნის,მამარდ გული არ გაიტეხო,ბარსასთან ივაჟკაცებ სამაგიეროდ love

4

20 სექტემბერი 2021 13:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
ციტატა: kontaqti
ციტატა: ZIDANE5
იქ სადაც წესით უნდა იყოს, რეალი უნდა იგებდეს ლალიგა და ბომბარდირიც რეალის ფეხბურთელი უნდა ხდებოდეს სულ. წელსაც ვეღარ შეტენიან მძორტლეტიკოს ლალიგას

ატლეტიკოს არა იმას შეტენეს. ეგრე ყველას წინააღმდეგ ხდება შეცდომა მარა რეალი საკუთარი თავის წინააღმდეგ თამაშობდა როცა 1-0 ზე იუვესნაირად და ატლეტიკოსტნაირად თამაშობდა

იმას ვის? დიახ ატლეტიკოს შეტენეს დაგავიწყდა რამდენი პენალტი დაუდეს რეალს უაზროდ და რამდენი არ დაუდეს სასაგებლოდ, მერე მეორეც მთავარი ის ორი ქულა აღმოჩნდა რითაც მოუგეს რეალს ლალიგა, ის ორი ქულა სადაც დერბიში დაუჯდა რეალს ასიანი პეალტი რო არ დაუდეს. თუ არ გაქვს ნანახი ნახე, დიახ შტენეს ზუსტად, მსაჯებმა გაწირეს რეალი წინა წელს თორე ატლეტოკო არც იყო ღირსი 14 ქულა გაანიავა უპირატესობა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)