ანჩელოტი:,,გუნდმა საერთო ძალისხმევით მოიგო"

კარლო ანჩელოტიმ „ვალენსიასთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ვერ ვიტყვი, რომ გუნდს მოედანზე კონკრეტული მიზანი არ ჰქონდა. დიახ, ხშირად იყო ქაოტური მოქმედებები, როგორც ერთი, ასევე მეორე კოლექტივის მხრიდან, თუმცა საბოლოო ჯამში უნდა აღინიშნოს, რომ კარგი დაპირისპირება გამოვიდა და გულშემატკივარმა დიდი სიამოვნება მიიღო. ჩემი მიზანი ფეხბურთელების საუკეთესო თვისებების შეკრება და გამოყენებაა.“

„შესანიშნავი ახალგაზრდები გვყავს, მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ, რომ მხოლოდ ტექნიკური მონაცემები საკმარისი არ არის და დღევანდელ ფეხბურთში შემართებას, პიროვნულ მახასიათებლებს და სხვა ასპექტებსაც აქვს მნიშვნელობა.“

„საკმაოდ სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ, მაგრამ გაუმჯობესება გვმართებს, განსაკუთრებით ამის თქმა დაცვაზე შეიძლება, სადაც კვლავ გვქონდა შეცდომები. გამარჯვება დაუოკოებელმა სულისკვეთებამ და მოტივაციამ მოგვიტანა. გასახდელში ყველა ფეხბურთელს ვუთხარი, რომ ამ მოგებით გუნდმა საკუთარი ხასიათი აჩვენა.“

„ცვლილებებმა გაამართლა. ისკომ, იოვიჩმა, კამავინგამ, როდრიგომ და ვასკესმა თამაშის შეცვლა მოახერხეს და გუნდი უფრო მრავალფეროვანი გახადეს.“

„აზარის თამაშით კმაყოფილი ვარ, ბელგიელმა კარგი კომბინაციები და სისწრაფე შემოგვთავაზა, ის ბენზემასთან და ვინისიუსთან ერთად ხშირად ქმნიდა სახიფათო მომენტებს და გოლის გატანასთანაც ახლოს იყო.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 სექტემბერი 2021
  • 3072
  • 5

1

20 სექტემბერი 2021 11:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9020
უკვე მესამე წელია აზარი ახლოსააა გოლის გატანასთან მარა ჩემი ფეხები მასე მარტივი არაა რეალში თამაში. ისე კი წელს უნდა მოვიგოთ ლა ლიგა საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს ამისთვის და იმედია კოპასაც მივაყოლებთ.

2

20 სექტემბერი 2021 11:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5271
მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის გუშინ შეიძლება მოგება არ გვეკუთვნობა მაგრამ ბიჭებმა ხასიათი გამოავლინეს ბენზემა გენიაა ვინიციუსი უმატებს და უმატებს აზარისგან მეტს ველი .... რაც შეეხება მამარდას ხდება შეცდომები მთავარია გამოასწოროს შეცდომები და ისწავლოს თავის შეცდომებზე.

3

20 სექტემბერი 2021 11:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
ერთი კაი მცველი და სრულყოფილი გუნდი იქნებოდა რეალი, რამოსი არ წათრეულიყო რა

4

20 სექტემბერი 2021 11:40

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კი ვასკესა მაგრად შეცვალა თამაში,

დახვევიონ ჩემი ... ჰაკიმი როგორ გავუშვით

5

20 სექტემბერი 2021 11:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
წაუგებლად ლა ლიგის მოგების პოტენციალი აქვს ამ გუნდს..

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)