ვარანი:„„რეალში“ დარჩენა კარგ შედეგებს არ მომიტანდა“

რაფაელ ვარანმა მადრიდის „რეალის“ დატოვებასა და მანჩესტერ „იუნაიტედში“ სადებიუტო დაპირისპირებებზე ისაუბრა.


„ჩემი ეპოქა მადრიდის „რეალში“ განსაკუთრებული იყო. ესპანეთის დედაქალაქში 10 წელიწადი გავატარე, მაგრამ ახალი გამოწვევა მჭირდებოდა. „ბლანკოსში“ დარჩენა ჩემთვის უკვე ცუდი იქნებოდა, ვინაიდან კვლავ კომფორტის ზონაში დავრჩებოდი და როგორც სპორტსმენი, პროგრესს ვეღარ ვაჩვენებდი. მანჩესტერ „იუნაიტედში“ დიდ პერსპექტივას ვხედავდი და ახლაც მადლობას ვუხდი „მერენგების“ ხელმძღვანელობას ჩემი პოზიციის გაზიარებისთვის.“

„ინგლისში შესანიშნავი მიღება მქონდა. „მანჩესტერი“ არის ახალგაზრდა, პერსპექტიული და დინამიური გუნდი, რომელიც ძველ დიდებას მალე დაიბრუნებს. პრეზენტაციის დღე ემოციებით სავსე იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება. აქ განსხვავებული გარემო და მოტივაციაა.“

„კრიშტიანო რონალდუ ყოველთვის გოლეადორი იყო და ასე იქნება იქამდე, სანამ კარიერას არ დაასრულებს. პორტუგალიელის სახით მსოფლიო ფეხბურთს ნამდვილი პროფესიონალი ჰყავს. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა კრიშტიანოსთან ერთად კიდევ თამაში.“

„პოლ პოგბას კარგად ვიცნობდი, ჩვენ ნაკრებებში ათეულობით მატჩი გვაქვს ჩატარებული. მანჩესტერში ჩამოსვლის შემდეგ პოლის დახმარება თვალშისაცემია, ის ადაპტაციაში მეხმარება. პოგბას შესანიშნავი ხასიათი და იუმორი აქვს.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 19 სექტემბერი 2021
  • 4200
  • 3

1

19 სექტემბერი 2021 16:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
შენი რაღაის პროგრესია ურამოსოდ ქათამი ხარ ფარჩაკო

2

19 სექტემბერი 2021 19:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
სპორტსმენის მთავარი გამოწვევა არის საკუთარი გუშინდელი თავი.. უბრალოდ თქვი რომ გარემოს გამოცვლა გინდოდა და მორჩა.. ის რომ ლეგენდობას რიგითი ფეხბურთელობა არჩიე ეგ გამოწვევა არ არის. ჩემგან მადლობის გარდა არაფერი გეკუთვნის და ძალიანაც მიყვარხარ.

3

19 სექტემბერი 2021 20:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
ციტატა: Royal_White
სპორტსმენის მთავარი გამოწვევა არის საკუთარი გუშინდელი თავი.. უბრალოდ თქვი რომ გარემოს გამოცვლა გინდოდა და მორჩა.. ის რომ ლეგენდობას რიგითი ფეხბურთელობა არჩიე ეგ გამოწვევა არ არის. ჩემგან მადლობის გარდა არაფერი გეკუთვნის და ძალიანაც მიყვარხარ.

ეტყობოდა რო მობეზრებული ქონდა, არ იყო სასურველ კონდიციებში ძალით გააჩერეს 1 წელი... მადლობა ნამდვილად გვაქვს გადასახდელი, იმასაც ვერ ვიტყვით როცა გვჭირდებოდა მაშინ დაგვტოვაო, როცა გუნდი რამოსმა დატოვა...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)