ანჩელოტი:„იტალიაში მოსაგებად ჩამოვედით“

კარლო ანჩელოტიმ „ინტერთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.


„მართალია, ჩვენ იტალიაში 3 ქულის მოსაპოვებლად ჩამოვედით, მაგრამ უმძიმეს მატჩს ველით. ვიცით, რომ „ინტერში“ სიახლეებია, ამ გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს და საკმაოდ სტაბილურად გამოდის. ჩვენ ყველა ვარიანტში მაღალი კონცენტრაციის გამოჩენა და პასუხისმგელობის აღება გვმართებს.“

„ჩემპიონთა ლიგის თასი ჩემთვის ძალიან განსხვავებულია, ამ ტურნირზე გამარჯვება შევძელი, როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში. „ლა დესიმა“ არასდროს დამავიწყდება, ეს განსაკუთრებული მომენტი იყო ჩემ ცხოვრებაში.“

„ვინისიუსი ფიზიკური თვალსაზრისით ძალიან განვითარდა, ის დღითიდღე ძლიერდება. ბრაზილიელთან განსაკუთრებული ტაქტიკა არ მაქვს, მასთან ისე ვმუშაობ, როგორც სხვა ფეხბურთელებთან. ვცდილობ, რომ ბრაზილიელისგან მაქსიმალური შედეგი მივიღო, ის დიდი ტალანტია.“

„ფავორიტზე საუბარი ახლა მიჭირს, ვინაიდან სეზონის სტარტია. „რეალი“ ევროსარბიელზე გამარჯვების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ეს ყოველთვის ასე ხდება. მაქსიმუმს გავიღებთ ტურნირზე წარმატების მისაღწევად.“

„მარსელო და გარეთ ბეილი მატჩისთვის მზადყოფნაში არ არიან, ორივე მოთამაშე გამოგვკალდა. მოულოდნელი სიახლეა, თუმცა უელსელთან დაკავშირებით დამაიმედებელი ინფორმაციები გვაქვს, პირველ ეტაპზე მისი დიაგნოზი გაცილებით განსხვავებული და რთული იყო.“

„მსურს, როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე ლა ლიგის მოგება. „რეალის“ მეორედ გაწვრთნის შანსი მივიღე, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენო.“

„„ლივერპული“, „ბაიერნი“? ჩემპიონთა ლიგას მათ გარდა სხვა ფავორიტებიც ჰყავს.“

„ლიგის მოგების წნეხი? ვფიქრობ, ეს ეტაპი გავიარე. ჩემთვის ზეწოლა ბუნებრივი მოვლენაა და არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს.“

„ვინისიუსის მთავარი კოზირი სისწრაფე, ის საოცრად ტექნიკურად და ტემპის მომატებით უტევს, ბრაზილიელის მოძრაობები რთული გამოსაცნობია.“

„მარსელოს გამოცდილება მნიშვნელოვანია. „ინტერთან“ ბრაზილიელის გამოყენება მსურდა, ვინაიდან მისი გამოცდილება ფასდაუდებლად მიმაჩნია, თუმცა კაპიტანი 100%-ით მზად არ იყო.“

„დაცვაში კარგად თამაში არ ნიშნავს იმას, რომ შეტევაში ეფექტი უნდა დაკარგოთ. ჩვენ წინა ხაზში უფრო მეტი მობილურობა გვმართებს, თუმცა ბალანსის პოვნაა საჭირო.“ dle 10.1

  • Ramos
  • 14 სექტემბერი 2021
  • 4103
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)