კამავინგა:,,კონკურენციის არ მეშინია, რეალში გააზრებულად მოვედი"

ედუარდო კამავინგამ „რეალის“ ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა...


ბუტრაგენიო - „ძვირფასო ედუარდო, კეთილი იყოს შენი მობრძანება მადრიდის „რეალში“. ჩვენ გისურვებთ საუკეთესოს, როგორც თქვენ, ასევე მთელ ოჯახს და გვჯერა, რომ ურთიერთობა მრავალწლიანი და ნაყოფიერი იქნება. დღეს იწყებთ დიდ მოგზაურებას, რომელიც საოცრად საინტერესო და დახუნძლული იქნება.“

კამავინგა - „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხვდი. ვეცდები, სამეფო კლუბისთვის ყველაფერი გავაკეთო და ნაყოფიერი მოთამაშე ვიყო.“

„როდესაც გავიგე, რომ „რეალის“ საკუთრება ვხდებოდი, საოცარი ემოციები დამეუფლა, რომელიც ოჯახის წევრებს გავუაზიარე, ეს მართლაც დაუვიწყარი მომენტი იყო.“

„ბევრს ვიმუშავებ იმისათვის, რომ სამწვრთნელო შტაბის ნდობა მოვიპოვო, „ბლანკოსში“ დიდი მიზნებით მოვედი.“

„ბავშვობაში ბევრი სირთულე გადავლახე, რაც დამეხმარა აქამდე მოსვლაში, ვფიქრობ, საკმაოდ კარგი გამოცდილება მაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის.“

„რატომ „რეალი“? იმიტომ, რომ ამ კლუბში ყველაზე დიდი პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი. შემიძლია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებისგან ბევრი რამ ვისწავლო და საბოლოო ჯამში ტოპ ფეხბურთელად ჩამოვყალიბდე. აქ არანაირ მატერიუალურ მხარეს არ აქვს მნიშვნელობა.“

„რონალდო, ზიდანი, ფიგუ ნამდვილი ლეგენდები არიან, მათ ჩანაწერებს ხშირად ვუყურებდი. მე დღეს „რეალის“ ფეხბურთელი ვარ.“

„საუკეთესო პოზიცია? მე მიყვარს დაცვის წინ თამაში, დანარჩენს მწვრთნელი გადაწყვეტს და იმ დავალებებს შევასრულებ, რასაც ის განმისაზღვრავს.“

„ახალგაზრდა ვარ და ადაპტაციისთვის შესაძლოა გარკვეული დრო დამჭირდეს, თუმცა გამოწვევების არასდროს მეშინოდა. ამ სეზონში ჩემი მიზანი რაც შეიძლება მეტი სათამაშო წუთის მიღება იქნება.“

„„რეალისგან“ ზარი მაშინ არ მიმიღია, როდესაც 16 წლის ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ მადრიდში ინტერესი არსებობდა. ცხადია, რომ დღეს აქ ვიმყოფები და ბედნიერი ვარ.“

„კაზემირო, მოდრიჩი და კროოსი უდიდეს გამოცდილებას ფლობენ, მათგან ბევრი რამის სწავლას ვაპირებ. ლუკა ჩემი კუმირია, მას სრულყოფილებას ვუწოდებ.“

„საფრანგეთის ნაკრები? ვფიქრობ, ეს ყველაფერი „რეალში“ ნაჩვენებ შედეგებზე იქნება დამოკიდებული. თუ კლუბში კარგად ვითამაშებ, დეშამის ზარიც ავტომატურად განხორციელდება.“

„ბენზემასთან ინტენსიური კომუნიკაცია მექნება, ის ყველა ფრანგი ახალგაზრდის კერპია. ვფიქრობ, კარიმი ბევრს რამეში დამეხმარება.“

„ენის ბარიერი ჯერ-ჯერობით მაქვს, ესპანურ ენას კარგად ვერ ვფლობ, თუმცა ცოტა საუბარი შემიძლია.“

„დადებით თვისებებზე ბევრი საუბარი არ მსურს, თუმცა ტექნიკა ნამდვილად არის ჩემი ძლიერი მხარე და ვეცდები, რომ ამ მიმართულებით ბევრი ვიმუშავო.“

„„რეალთან“ კონტრაქტზე ხელისმოწერა კარგად გააზრებული არჩევანია, რომელიც ოჯახთან ერთად გავაკეთე.“

„„სელტასთან“ თამაში? მოედანზე გასასვლელად მზად ვარ, დანარჩენს მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს.“

„კონკურენციის არ მეშინია, თუ განვითარება გინდა, უმაღლესი მწვერვალების დაპყრობაზე უნდა იზრუნო.“

„ზიდანის როლი? ფრანგი ნამდვილი ლეგენდაა, მაგრამ მისი მწვრთნელობის დროს, მე არ მქონია კომუნიკაცია „რეალთან“. “
„როგორ შედგა ტრანსფერი? ამაზე საუბრის უფლება მგონი მე არ მაქვს.“ dle 10.1

  • Hala
  • 8 სექტემბერი 2021
  • 3502
  • 2

1

8 სექტემბერი 2021 16:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
უკვე მევასები, აი შემართება, ბევრი კონკურენციის შიშის გამო წავიდნენ რეალიდან

2

8 სექტემბერი 2021 19:57

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
"სხვა გუნდების ფული არ მაინტერესებს, ჩემი მთავარი მიზანი ოცნების ასრულება და მადრიდის რეალში თამაში იყო. ორჯერაც არ დავფიქრებულვარ მაშინ, როცა რეალმა დამირეკა."

ესეც თქვა ძან ჯიგარი ტიპია 🥰 + მან უტდ და პსჟ შეთავაზებებს რო უკეატებდნენ აგენტს უთხრა რეალის გარდა ყველა შეთავაზება დაებლოკა 😀 კლასნი იგროკი და ტიპია

მენდი და მოდრიჩი სელტასთან სათამაშოდ მზად არიანო დაიწერა🤍

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (213)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)