AS - ჰოლანდის ტრანსფერის ჩავარდნის შემთხვევაში „რეალი“ ლევანდოვსკიზე გადაერთვება

„ას“-ის ინფორმაციით, ერლინგ ჰოლანდთან დაკავშირებით სიტუაციები ძალიან რთულდება, რასაც ნორვეგიელი ფეხბურთელის აგენტი, მინო რაიოლაც უწყობს ხელს...


მოთამაშისთვის ბრძოლას კატალონიის „ბარსელონა“ ფაქტობრივად ჩამოშორებულია, ვინაიდან ფინანსური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე მყოფმა კლუბებმა სერიოზული ბრძოლა დაიწყეს.

„რეალის“ უმთავრესი კონკურენტები „პსჟ“ და მანჩესტერ „იუნაიტედი“ იქნებიან. თუ პერესი იანვარში მბაპესთან წინასწარ კონტრაქტს გააფორმებს, პარიზული მხარე ყველაფერს გააკეთებს ჰოლანდის მოსახიბლად და „პსჟ“-ში გადასაყვანად.

ამასთანავე, ბრძოლაში ჩართულია მანჩესტერ „იუნაიტედი“, რომელმაც ამ ზაფხულს ვარანის, სანჩოსა და რონალდუს დამატებით დიდი მუხტი და რესურსი მიიღო.

მადრიდში ერლინგის აგენტის ძალიან ეშინიათ, ვინაიდან რაიოლას „ფული უყვარს“, საუკეთესო შეთავაზება კი ყველა ვარიანტში „პსჟ“-ს მხრიდან იქნება, რომელიც გაითვალისწინებს, როგორც ერთჯერად საბონუსე სისტემას, ასევე დიდ ფულად პრემიას მინოსთვის.

ფლორენტინო პერესმა აქედან გამომდინარე სხვა გეგმაც შეიმუშავა. თუ ჰოლანდის ტრანსფერი ჩაიშლება, „ბლანკოსი“ რობერტ ლევანდოვსკის 2 წლიანი კონტრაქტისთვის იბრძოლებს. 2022-ში პოლონელ ფეხბურთელს „ბაიერნთან“ ხელშეკრულებით 1 წელი დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთამაშის დამატება გონივრულ ფასად იქნება შესაძლებელი.

პერესი რობერტისთვის ჯერ კიდევ მაშინ იბრძოდა, როცა ის „დორტმუნდში“ თამაშობდა, თუმცა შეთანხმება ვერასდროს შედგა, ახლა კი არ არის გამორიცხული, რომ გამოცდილი „9“-იანი მაინც აღმოჩნდეს „ბლანკოსის“ რადარზე, თუმცა ეს ჰოლანდის ტრანსფერზე იქნება დამოკიდებული. dle 10.1

  • Hala
  • 7 სექტემბერი 2021
  • 1507
  • 1

1

7 სექტემბერი 2021 19:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1855
სრული აფსურდი მგონია ლევანდოვსკის ტრანსფერი მადრიდში, 33 წლისაა, ბენზემაც 33 წლისაა(დიდია თვეებით, მაგრამ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს) ამ ეტაპისთვის ბენზემას დიდ პატივს სცემს რეალი და პუბლიკა - დაიმსახურა კიდევაც, არამგონია ბენზემა გააგდონ და ლევანდოვსკით ჩაანაცვლონ, სადაც 10 წელია უკვე ბენზემა ვერავინ შეცვალა, ყველა ვარიანტში ახალგაზრდა ფეხბურთელით ჩაანაცვლებენ სადღაც 2 წელში.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (213)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)