ლუკა მოდრიჩი ბოლო სეზონს ატარებს?

ესპანური გამოცემების ცნობით, ლუკა მოდრიჩი „რეალში“ შესაძლოა ბოლო სეზონს ატარებდეს. მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის 30 ივნისს იწურება...


ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ხორვატი ფეხბურთელია ასაკი მადრიდელთათვის თვალშისაცემია.

ლუკიტა 9 სექტემბერს 36 წლის ხდება, მომდევნო სეზონის სტარტზე კი უკვე 37 წლის იქნება. მადრიდელებს აღარ ახსოვთ, 37 წლის ფეხბურთელი ბოლოს როდის ჰყავდათ გუნდში.

ედუარდო კამავინგა უკვე მადრიდელია, მადრიდელები ასევე ეცდებიან ლეონ გორეტსკას და პოლ პოგბას დამატებას. თუ გერმანელისა და ფრანგის ტრანსფერი შედგება, მოდრიჩის დარჩენის შანსი მნიშვნელოვნად შემცირდება, ვინაიდან კონკურენცია პიკს მიაღწევს.

მოდრიჩის მომავალი დიდწილად იქნება დამოკიდებული, როგორც კამავინგას გამოსვლაზე, ასევე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ლუკა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე გამგზავრებასაც აპირებს, რომელიც ფაქტობრივად მომდევნო წლის ბოლოს ჩატარდება და არნახულ რესურსს მოითხოვს. dle 10.1

  • Hala
  • 7 სექტემბერი 2021
  • 4878
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (213)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)