მანჩესტერი „რეალს“ ჰოლანდისთვის ბრძოლაში ომს გამოუცხადებს

მანჩესტერ „იუნაიტედი“ იქნება ერთ-ერთი მოწინავე კლუბი, რომელიც ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერისთვის ყველაფერს გააკეთებს და ფლორენტინო პერესს სატრანსფერო ომს გამოუცხადებს...


კრიშტიანო რონალდუს ინგლისში დაბრუნებამ მანჩესტერულ მხარეს უფრო მეტი ამბიციის ქონის საშუალება მისცა. ფაქტია, რომ გუნდს უკვე სერიოზული მიზნები აქვს.

ამ ზაფხულს ჟეიდონ სანჩოს, რაფაელ ვარანისა და კრიშტიანო რონალდუს დამატებამ, ოლე გუნარ სულშერის გუნდს მინიმუმ პრემიერლიგის მოგებისთვის ბრძოლისკენ უბიძგა.

2022 წლის ზაფხულში „წითლები“ ერლინგ ჰოლანდთან და მის აგენტთან მოლაპარაკებების წარმოებას გეგმავენ. ინგლისურ მხარეს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს მინო რაიოლასთან, რომელმაც პრემიერლიგაში არაერთი ფეხბურთელი გადაიყვანა, მათ შორის მის სახელს უკავშირდება პოლ პოგბას მანჩესტერულ გრანდში დაბრუნებაც.

მიუხედავად იმისა, რომ „რეალი“ მშვიდად არის და სჯერა, რომ ჰოლანდის ოცნება მადრიდში თამაშია, ზაფხულში მაინც დიდი ბრძოლა შედგება და მანჩესტეურული მხარე „ბლანკოსს“ კონკურენციას გაუწევს. dle 10.1

  • Hala
  • 5 სექტემბერი 2021
  • 694
  • 1

1

5 სექტემბერი 2021 15:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5968
მბაპე და ჰოლანდი თუ მოიყვანეს მომავალ წელს ჩათვალეთ რომ ზედიზედ ლიგები წამოვა ისევ.
-----------------------
ჰალამადრიდ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)