პერესი „ახალ გალაქტიკოში“ 6 სუპერ ვარსკვლავის დამატებას გეგმავს

ფლორენტინო პერესს დიდი გეგმები აქვს. ახალ ბერნაბეუს ახალი გალაქტიკო უნდა შეხვდეს. „რეალის“ ამ სეზონის და მომდევნო სეზონის რესურსი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. ფლორენტინო მუშაობას აქედანვე იწყებს და სურს, რომ მომდევნო ზაფხული საინტერესო მოვლენებით იყოს დახუნძლული...


3 მთავარი მიზანი კილიან მბაპეს, ერლინგ ჰოლანდისა და პოლ პოგბას გამადრიდელება იქნება, თანაც აქ საქმე შედარებით მარტივდება და „ბლანკოსს“ ფინანსური რესურსის გაღება მხოლოდ ნორვეგიელი ფეხბურთელისტვის მოუწოდებს, ფრანგული დუეტისთვის კი თანხები სატრანსფერო ბონუსისთვის და აგენტებისთვის იქნება ათვისებული.

გარდა აღნიშნული ვარსკვლავებისა, ფლორენტინო პერესი აპირებს, რომ დაცვის ხაზის სერიოზული გაძლიერება მოახდინოს, ვინაიდან ამ ეტაპზე „ბლანკოსის“ მთავარი პრობლემა სწორედ დაცვაა.

ჯულს კუნდე, პაუ ტორესი, მატის დე ლიხტი - „მერენგების“ რიგებში სამივე კანდიდატს განიხილავენ და არ არის გამორიცხული, არამხოლოდ ერთი, არამედ ორი მათგანი დაიმატონ.

სერხიო რამოსისა და რაფაელ ვარანის წასვლის შემდეგ „ბლანკოსის“ უკანა ხაზი ძალიან შესუსტებულია.

და ბოლოს, ლეონ გორეტსკა, რომელსაც ასევე ეწურება „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი და გერმანიის ბუნდესლიგის დატოვება სურს. პერესი გერმანელზე მუშაობას უკვე იწყებს. dle 10.1

  • Hala
  • 4 სექტემბერი 2021
  • 3106
  • 2

1

4 სექტემბერი 2021 11:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1182
ფლორენტინო მუშაობას აქედანვე იწყებს და სურს, რომ მომდევნო ზაფხული საინტერესო მოვლენებით იყოს დახუნძლული...
პატივცემულო ადმინო, ამ წელს არ გეყო ზღაპრები. მორჩა! დაიხურა ფანჯარა! იანვრამდე არაფერი არ იქნება!
რაც შეეხება ფლორენტინოს ჯადოსნობაზე, ვნახეთ უკვე როგორ ამაიმუნა ერთმა არაბმა შეიხმა. გაჩუმდი მაინც და დაელოდე მომავალ წელს, არ გიფიქრია რო ცოტა თარსავ ამ ადამიანს?
ხო და კიდევ, ფლორენტინო აქედანვე იწყებს მუშაობას? სერიოზულად? ანუ მანამდე არ უმუშავია ნოყიერად. ფრთხილად პერესმა არ წაიკითხოს შენი ნაწერი და არ გაგიბრაზდეს.

2

4 სექტემბერი 2021 11:54

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: nika 54
ფლორენტინო მუშაობას აქედანვე იწყებს და სურს, რომ მომდევნო ზაფხული საინტერესო მოვლენებით იყოს დახუნძლული...
პატივცემულო ადმინო, ამ წელს არ გეყო ზღაპრები. მორჩა! დაიხურა ფანჯარა! იანვრამდე არაფერი არ იქნება!
რაც შეეხება ფლორენტინოს ჯადოსნობაზე, ვნახეთ უკვე როგორ ამაიმუნა ერთმა არაბმა შეიხმა. გაჩუმდი მაინც და დაელოდე მომავალ წელს, არ გიფიქრია რო ცოტა თარსავ ამ ადამიანს?
ხო და კიდევ, ფლორენტინო აქედანვე იწყებს მუშაობას? სერიოზულად? ანუ მანამდე არ უმუშავია ნოყიერად. ფრთხილად პერესმა არ წაიკითხოს შენი ნაწერი და არ გაგიბრაზდეს.

აუ შენ ადმინს რამე რომ არ შეუსწრო ხო არ შეგიძლია რა🤣🤣🤣

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (213)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)