რონალდო: "მელო ბრაზილიაში არ უნდა დაბრუნდეს"

ბრაზილიის ნაკრებისა და საერთოდ ფეხბურთის ლეგენდამ, ლუის რონალდომ გააკრიტიკა ფელიპე მელო და სწორედ მას დააბრალა ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნა.


როგორც ვიცით, ფელიპემ ბურთი საკუთარ კარში გაიტანა და ამის გარდა წითელი ბარათიც მიიღო. ამის შემდეგ კი ბრაზილია მუნდიალს დაემშვიდობა.

ამ ინციდენტების შემდეგ, მელოს კრიტიკა არ ასცდენია. ბრაზილიელი თითქმის მთელმა მსოფლიომ გააკრიტიკა და გამონაკლისი არც ფენომენი გახლდათ, რომელმაც მელოს ურჩია არ დაბრუნებულიყო სამშობლოში გუნდთან ერთად.

"ჯობს ფელიპე საერთოდ აღარ დაბრუნდეს" - განაცხადა რონალდომ.

"ვერ გამიგია, თუ რა მოხდა იმ ეპიზოდში. ჟულიო სეზარი კარიდან გამოსვლისას ყოველთვის აფრთხილებს მცველებს, რომ ბურთს ის დაეუფლება, მაგრამ იმ მომენტში რატომღაც მეკარეც და მცველიც ბურთზე წავიდნენ, რასაც გოლი მოჰყვა".

"ეს ჩემთვის და ჩემი თანამემამულეებისთვის დიდი ტრაგედიაა, მაგრამ 2014 წელი ჩვენი იქნება" - დაასრულა ფენომენმა.


ინფორმაციის წყარო:goal.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)