12-იდან 29 სექტემბრამდე „რეალი“ 6 მატჩს გამართავს

სექტემბრის თვეში მადრიდის „რეალს“ საკმაოდ მჭიდრო კალენდარი ექნება. მოგეხსენებათ, კლუბის ფეხბურთელები ახლა ნაკრებებში არიან განაწილებულები, საკლუბო ასპარეზს კი 12 სექტემბრიდან განაახლებენ...


12 სექტემბერს „ბლანკოსი“ მეტოქე „სელტა“ იქნება, აღსანიშნავია, რომ „მერენგები“ საკუთარ ბერნაბეუზე ითამაშებენ, რაც მრავალთვიანი პაუზის შემდეგ მოხდება.

15 სექტემბერს მადრიდული გრანდის ფეხბურთელები მილანს ეწვევიან და ადგილობრივ „ინტერთან“ გაარკვევენ ურთიერთობას. დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით გაიმართება.

18 ან 19 სექტემბერს „ბლანკოსს“ „მესტალიაზე“ ვიზიტი და „ვალენსიასთან“ ურთულესი დაპირისპირების გამართვა მოუწევს.

22 ან 23 სექტემბერს ანცელოტის გუნდი კვლავ „ბერნაბეუზე“ „მალიორკას“ უმასპინძლებს.

25-ში „მერენგების“ მეტოქე „ვილიარეალი“ იქნება. მატჩი ასევე მადრიდში, ბერნაბეუს გაიმართება.

თვის ბოლო დაპირისპირებას „ბლანკოსი“ ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტ „შერიფთან“ გამართავს. აღნიშნული პაექრობა 28 სექტემბერს არის ჩანიშნული.

როგორც ხედავთ, 18 დღიან შუალედში „ბლანკოსი“ 6 დაპირისპირებას გამართავს. dle 10.1

  • Hala
  • 31 აგვისტო 2021
  • 1020
  • 1

1

31 აგვისტო 2021 16:12

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
shig xo araqvt gunds dasveneba ar unda igadavet 18 seqtembers chavlen satamashosld da meore dgesve kide tamashi aqvt imito iyo wina sezonshi yvela ro travmas igebda

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (105)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)