კაზემირო:„„რეალის“ მიზნები არასდროს იცვლება, ჩვენ მუდმივად გამარჯვებისთვის ვიბრძვით“

ბრაზილიელმა კაზემირომ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს საინტერესო ინტერვიუ მისცა და ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.


„დიდი ბედნიერება და სიხარულის განცდა მეუფლება, როდესაც ვხვდები, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან კიდევ რამდენიმეწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. აქ არასდროს იცვლება მიდგომები, შემართება და მოტივაცია. გუნდი მუდმივად მაქსიმალური შედეგებისთვის იბრძვის. ილუზია იგივე რჩება, მე მზად ვარ, თანაგუნდელებთან ერთად მომდევნო წლების მანძილზე ძალიან ბევრი ვიბრძოლო და წარმატებას მივაღწიო. მადრიდულ გრანდში თამაში ყოველთვის დიდი პატივი და ამასთანავე პასუხისმგებლობაა. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო დედას და სხვა ოჯახის წევრებს. ისინი ყოველთვის გვერდში მედგნენ. არასდროს უნდა დაივიწყო საიდან მოდიხარ და ვინ შეიტანა დიდი წვლილი შენს განვითარებაში. დიახ, ახლა „ბლანკოსის“ უცვლელი წევრი ვარ, თუმცა პირველი ნაბიჯები „კასტილიაში“ გადავდგი. აქ მოხვედრა მარტივი არ იყო.“

„სწორედ იმიტომ ვარ აქ, რომ მხოლოდ ტკობობას არ ვაპირებდი. ჩემთვის შრომა და ბევრი მუშაობა მუდმივი თანმდევი იყო. როდესაც „რეალის“ სტანდარტის დაკმაყოფილება გსურს, ბევრი უნდა იმუშავო და არასდროს მოეშვა. კონკურენცია დიდია, თუ წარმატების მიღწევა გსურს, მუდმივი მუშაობა გმართებს.“

„არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი მახსენდება, მაგრამ პირადად ჩემთვის გარდამტეხი „დორტმუნდთან“ გამართული დაპირისპირება გახლდათ, იქ ბევრი რამ შეიცვალა და ჩემს მიმართ ნდობის მანდატიც გაიზარდა. ვფიქრობ, რომ ყველა თამაში მნიშვნელოვანია და ასე იქნება მომავალშიც.“

„უნდა ისიამოვნო ვარჯიშით და შემდეგ მოედანზე გასვლით. როდესაც „რეალის“ ღირსებას იცავ, ამ გუნდის ისტორია და ღირებულებები მთლიანად უნდა გქონდეთ გათავისებული, სხვაგვარად წარმატებული ფიგურა ვერ იქნები. არ აქვს მნიშვნელობა მოედანზე 10 წუთს ატარებ, თუ 90-ს. მთავარი ყოველთვის ეფექტურად ითამაშო და გუნდს ერთგულება დაუმტკიცო, სწორედ ამაში დევს წარმატების გასაღები.“

„ანჩელოტისგან ბევრი რამის სწავლას ვგეგმავ. იტალიელი არნახულ გამოცდილებას ფლობს. უკვე 20 წელიწადია იტალიელი მსოფლიო დონის გრანდების წვრთნის. ვფიქრობ, კარლოს ეპოქა წარმატებული იქნება და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვიღონებთ.“

„გულშემატკივრების მოედანზე დაბრუნება ძალიან სასიამოვნო იქნება. ჩვენ რეკონსტრუქციას ვუკეთებთ მსოფლიოს საუკეთესო სტადიონს. ვფიქრობ, რომ 2022 წლის შემდეგ ბერნაბეუს არენაზე გასვლა კიდევ უფრო ამაღელვებელი იქნება. გულშემატკივრებთან ერთად ბევრად ძლიერები ვართ, ამიტომ მათი ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია.“ dle 10.1

  • Ramos
  • 29 აგვისტო 2021
  • 500
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)