ბუტრაგენიო:„ეს არის ჩემი ბოლო კომენტარი მბაპეს „რეალში“ ტრანსფერზე“

ემილიო ბუტრაგენიომ „ბეტისისა“ და „რეალის“ დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ბუნებრივია, ჟურნალისტებმა ყველაზე მეტი შეკითხვა კილიან მბაპესთან დაკავშირებით დასვეს.


„ვიცოდით, რომ სევილიაში ადვილი გასეირნება არ გველოდა. მადრიდის „რეალმა“ პრაგმატული ფეხბურთი ითამაშა და დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწია. გუნდი პროგრესირებს, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია.“

„კარვახალის გამბედაობა, ხასიათი და შემართება ნამდვილად სამაგალითოა. ვფიქრობ, დანი „ბლანკოსის“ ფუნდამენტურ ფიგურად ჩამოყალიბდა, ის უდიდესი ფიგურაა.“

„როგორც ვინისიუსმა, ასევე ედენ აზარმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. კარგია, რომ ანჩელოტის არჩევანის გაკეთების საშუალება ეძლევა.“

„მბაპესთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი გვაქვს, ამიტომ ვერაფერს დავამატებ.“

„როგორც უკვე აღვნიშნე, არაერთი გამოცემა ფრანგთან დაკავშირებით ბევრ ინფორმაციას ავრცლებს. ეს არის ჩემი ბოლო კომენტარი ფრანგთან დაკავშირებით. დაველოდოთ რა მოხდება მომდევნო დღეებში.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 29 აგვისტო 2021
  • 4023
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)