ანჩელოტი:„მბაპეს საკითხზე არცერთ კომენტარს აღარ გავაკეთებ“

კარლო ანჩელოტიმ „ბეტისთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.


„მეორე ნახევარში შესანიშნავი ფეხბურთი ვითამაშეთ და შედეგსაც მივაღწიეთ. მადრიდის „რეალმა“ მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ საკუთარი კარის მშრალად შენახვა მოვახერხეთ.“

„პირველი ტაიმის ინერტულობა არაინტენსიურმა ფეხბურთმა განაპირობა, მაგრამ ბევრი რამ შევცვალეთ. ალაბამ დაცვის ცენტრში ეფექტურად ითამაშა, ავსტრიელს ამ პოზიციაზე ნამდვილად შეუძლია მოწოდების სიმაღლეზე დგომა.“

„კარვახალი ძალიან ძლიერია, ის ფუნდამენტური ფეხბურთელი გახლავთ. მიხარია, რომ ესპანელი კარგად დაბრუნდა.“

„ვინისიუსის თამაშით კმაყოფილი ვარ. ბრაზილიელმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ხოლო მეორე ნახევარში გარკვეული დრო ედენ აზარს მივეცი.“

„მბაპეს საკითხზე მე ვერ ვისაუბრებ, რადგან არანაირი დეტალი არ ვიცი. კილიანის შესახებ კლუბს შეგიძლიათ კითხოთ. თუ ფრანგი მადრიდელი გახდება, რა თქმა უნდა ბედნიერი ვიქნები. სხვა კომენტარს ლოტინზე აღარ გავაკეთებ, რადგან ამის მიზეზები უკვე ავხსენი.“

„ბენზემას თამაში მომეწონა. ფრანგს პირველ ტაიმში უჭირდა, ვინაიდან უბურთოდ იყო, მეორე ნახევარში კი გადამწყვტი როლი ითამაშა.“

„სანაკრებო მატჩების განრიგი ცოტა გაურკვეველია. ზოგიერთი ფეხბურთელი მატჩის დღეს ბრუნდება, ეს ხომ წარმოუდგენელი რამ გახლავთ.“

„ალაბა როგორც ფლანგის მცველი? მე მას ცენტრში ვხედავ.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 29 აგვისტო 2021
  • 1047
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)