ანჩელოტი:„დღეს შესანიშნავი რამ მოხდა“

კარლო ანჩელოტიმ „ბეტისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.


„„ბეტისი“ საკმაოდ ძლიერი მეტოქეა. ამ გუნდს შესანიშნავი და ძალიან გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს. სიფრთხილე გვმართებს, შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ. „ლევანტესთან“ დაპირისპირებაში დაცვა ჩავარდა, ანალოგიური აღარ უნდა გავიმეოროთ.“

„მბაპეს ფასი? მე ვერ ვისაუბრებ გუნდის ბიუჯეტსა და სატრანსფერო პოლიტიკაზე. ჩემი მოვალეობა კოლექტივის კარგად მომზადება და ტიტულების მოგებაზე ზრუნვაა.“

„ვიცოდი, რომ არსებულ პრესკონფერენციაზე კილიანთან დაკავშირებით ბევრ შეკითხვას დამისვამდით, თუმცა აქ „ბეტისზე“ სასაუბროდ მოვედი. მხოლოდ ანდალუსიაში ვიზიტსა და კარგი ფეხბურთის თამაშზე ვფიქრობ.“

„გეთანხმებით. მბაპე დიდი ფეხბურთელია და თუ ის „რეალში“ გადმოვა, ასევე დიდ ფეხბურთელებთან ერთად ითამაშებს. ვიმეორებ, ახლა ამაზე არ ვფიქრობ.“

„იქნება თუ არა ლოტინი სამეფო კლუბის საკუთრება? ამას დრო გვიჩვენებს.“

„„რეალის“ მომზადება ნიშნავს მსოფლიოს საუკეთესო კლუბის სათავეში დგომას. ეს ყველაფერი კი დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული.“

„დღევანდელ ფეხბურთში კონკურენცია კიდევ უფრო მომატებულია. თუ კილიანი მადრიდელი გახდება, რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერი ვიქნები. რომელ მწვრთნელს არ სურს შემადგენლობის გაძლიერება? რესურსის გაზრდა რა თქმა უნდა უკეთესია ყველასთვის.“

„ედენ აზარის წასვლა? ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბელგიელმა გასულ ტურებში საკმაოდ ნაყოფიერად იასპარეზა და ვარჯიშებზეც ბოლომდე იხარჯება. ედენი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.“

„ხანდახან ფრე შესაძლოა კარგი შედეგი იყოს, მაგრამ ის, რაც „ლევანტესთან“ მოხდა, აღარ უნდა განმეორდეს. უკანახაზელებს კონკრეტული დავალებები აქვთ მიღებული, მათგან მეტ ყურადღებას მოვითხოვ.“

„დღეს შესანიშნავი რამ მოხდა. კაზემიროსთან კონტრაქტის გახანგრძლივებით მადრიდის „რეალმა“ უდიდესი ნაბიჯი გადადგა წინ. ბრაზილიელი ფიზიკური და ტექნიკური სიძლიერის ეტალონია, მას კოლექტივში სტაბილურობა შემოაქვს. ვფიქრობ, კაზემიროსთან ერთად ბევრად უფრო სოლიდურები ვიქნებით, მისი გამოცდილება ეტაპობრივად ფასდაუდებელი ხდება. კაზე ფუნდამენტური მოთამაშეა, ის მუდმივად განვითარების პროცესშია.“

„ფლორენტინო და სილვიო ბერლუსკონი? გამიმართლა და მიხარია, რომ ორივე მათგანთან მომიწია მუშაობა. ფლორენტინოს მრავალწლიანი საოცარი კარიერა აქვს. სწორედ პერესმა და სილვიომ შეძლეს „ბლანკოსის“ და „მილანის“ მწვერვალებზე აყვანა. „რეალი“ და „როსონერი“ ყველაზე მეტ ევროპულ ჯილდოს ფლობენ.“

„ნაჩოს მცირე პრობლემები აქვს, ხოლო დანიელ კარვახალი ჩვენთან ერთად არის, ის მოუმატებს და გუნდისთვის იმ როლს შეასრულებს, რაც აქამდე ჰქონდა დაკისრებული. უკანა ხაზში ცუდი თამაში მხოლოდ მცველების პრობლემა არ იყო. როცა საჭიროა, გუნდის დაცვა თერთმეტივე ფეხბურთელმა უნდა შეძლოს.“

„ვინისიუსზე დიდ იმედებს ვამყარებ, მან ლა ლიგის 2 ტურში 3 გოლის გატანა შეძლო, თანაც ისე, რომ სრულფასოვანი სათამასო დრო არ ჰქონია. ნუ გიკვირთ, რომ ვინი შედეგებს აუმჯობესებს. ჩვენ რა თქმა უნდა ვერ ვიქნებით კმაყოფილები, თუ ბრაზილიელი კვლავ იმ შედეგებს აჩვენებს, რასაც შარშან და შარშანწინ აჩვენებდა. ბრაზილიელი ახალგაზრდა ვითარდება და პროგრესირებს.“

„თამაშების გარჩება ჩვენი წესია. ყველა მომენტს ვაანალიზებთ და დამონტაჟებული ვიდეოების საშუალებებით ვცდილობთ ყველაფრის გარჩევას. თუ შეცდომებზე არ ვისწავლოთ, წინსვლაზე საუბარი ზედმეტია.“

„ფეხბურთელები გუნდის წარმატებაზე არიან კონცენტრირებულები. არავინ ფიქრობს, რომ მიდის, ან რჩება. ჩვენ ჩვენს სამუშაოს ვასრულებთ.“

„ბეილისა და ვინისიუს კონკურენცია? მე ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა იბრძოლოს შემადგენლობაში მოსახვედრად. ხანდახან თერთმეტეულის ფორმირება მცირე დეტალების კვალდაკვალ ხდება, ხან კი სპეციალური საჭიროებების ფონზე.“

„ასენსიო და ლუკასი? ორივე უნივერსალია. მარკოს მოედნის ცენტრშიც შეუძლია თამაში, ის გაცილებით მრავალმხრივია, ვიდრე სჩანს. რაც შეეხება ვასკესს, ის რამდენიმე პოზიციაზეა ეფექტური.“

„კრიშტიანო რონალდუ მანჩესტერ „იუნაიტედის“ ფეხბურთელია. პორტუგალიელს დიდ წარმატებებს ვუსურვებ. ვიცი, რომ რონალდუს „ოლდ ტრაფორდი“ ძალიან უყვარს, მან მანჩესტერულ კლუბში რამდენიმე მნიშვნელოვანი წელიწადი გაატარა.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 27 აგვისტო 2021
  • 6092
  • 4

1

27 აგვისტო 2021 20:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3513
მბაპეს თუ ვერ ვიტიდით დიდად არ გამიტყდება. მომავალ წლს.უფასოდ.მოვა,ჰოლანდსაც მიუყენებს გვერდით ბაბუ და კიდე ერთ ვარსკვლავსაც გაწვდება. წელს ამით.უნდა გავიდეთ ფონს

2

27 აგვისტო 2021 20:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
დაივიწყეთ მბაე დასრულდა აღარ ყიდიან

3

27 აგვისტო 2021 21:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
ციტატა: totti10
გავრცელებული ინფორმაციით, მბაპემ "პსჟ"-ს ფეხბურთელებს უკვე აცნობა, რომ "რეალში" გადადის და მათ დაემშვიდობა კიდეც.

როგორც ვარაუდობენ, კილიანის ტრანსფერი "სამეფო კლუბს" 170 მილიონი ევრო დაუჯდება + 10 მლნ ბონუსების სახით.

კარგად გადახედე რომანოს ბოლო პოსტებს, ლეონარდომ თქვა რო არაფერი შეცვლილა როგორც დავუშათ 5 დღის წინ იყო სიტუაცა ისე არის დღესაც. ეს დაპოსტა ფაბრიციომ ლეონარდოს ნათქვამი დღეს რო თქვა. არ უშვებე და შეეცი თუინდა აზრი არ აქვს

4

27 აგვისტო 2021 21:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
ციტატა: totti10
ციტატა: ZIDANE5
ციტატა: totti10
გავრცელებული ინფორმაციით, მბაპემ "პსჟ"-ს ფეხბურთელებს უკვე აცნობა, რომ "რეალში" გადადის და მათ დაემშვიდობა კიდეც.

როგორც ვარაუდობენ, კილიანის ტრანსფერი "სამეფო კლუბს" 170 მილიონი ევრო დაუჯდება + 10 მლნ ბონუსების სახით.

კარგად გადახედე რომანოს ბოლო პოსტებს, ლეონარდომ თქვა რო არაფერი შეცვლილა როგორც დავუშათ 5 დღის წინ იყო სიტუაცა ისე არის დღესაც. ეს დაპოსტა ფაბრიციომ ლეონარდოს ნათქვამი დღეს რო თქვა. არ უშვებე და შეეცი თუინდა აზრი არ აქვს


რომანომ ისიც დაპოსტა სიტიში წავიდა რონალდოო და კი არის მანჩესტერში :დ

არა არა ძმა გეტყვი რა როგორ იყო, საქმეში სიტი იყო და გადადიოდა ფაქტიურად სანამ ბოლო საათებში ფერგი არ ჩაერია, დაურეკა რინალოდს დაურკეა მანჩესტერს და მოაყუმარა თჵრე სიტიში გადადიოდა, ეს თქვა ფაბრიციომ, აი მბაპეს სოტუაციაზე კდე არაფერი შთეცვლია გუშინ გაზეთები გაყიდეს მოშნად, არ უშვებენ შევეგუოთ, ვაფშე თუ დარჩა არაა გამორიცხული გაახანრძლივოს ვეღარ მიხდები აწე რა ნოხდება თუ დარჩ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)