კაზემირო - 8 წელიწადში დაწერილი ისტორია გრძელდება!

ბრაზილიელი კაზემირო მადრიდის „რეალში“ მინიმუმ 4 წლით დარჩება, მან სამეფო კლუბთან ახალ ხელშეკრულებას უკვე მოაწერა ხელი. გადავხედოთ ბრაზილიელის განვლილ კარიერას და ისტორიულ ციფრებს.


უკვე 8 წელია კაზე სამეფო კლუბს ეკუთვნის. მისი ტიტულების რაოდენობა და რანგი კი მართლაც შთამბეჭდავია - 4 ჩემპიონთა ლიგა, 3 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 2 ევროპის სუპერთასი, 2 ლა ლიგა, 1 კოპა დელ რეი და 2 ესპანეთის სუპერთასი.

კაზე მადრიდისტა 2013 წლის ზამთარში გახდა, ის „კასტილიას“ ღირსებას იცავდა, თუმცა მალევე ჰქონდა დებიუტი მთავარ გუნდში. ისტორიას ასევე ახსოვს ბრაზილიელის 1 წლიანი განათხოვრება „პორტოში“, სადაც დიდი გამოცდილება მიიღო და „რეალს“ ბევრად ძლიერი დაუბრუნდა.

2015/16 წლების სეზონიდან ბრაზილიელი „ბლანკოსის“ შეუცვლელი წევრია და 288 ჩატარებულ მატჩს მოითვლის, მის ანგარიშზე არაერთი ისტორიული მატჩის ჩაწერა შეიძლება. დაუვიწყარია ფინალი „იუვენტუსთან“, სადაც ბრაზილიელის გოლმა დიდი როლი ითამაშა სამეფო კლუბის გამარჯვებაში. ჩატარებული 288 მატჩიდან 191 ლა ლიგაზე მოდის, 62 ჩემპიონთა ლიგაზე, 21 სამეფო თასზე, 6 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, 5 ესპანეთის სუპერთასზე და 3 ევროპის სუპერთასზე.

გატანილი გოლების მხრივ საუკეთესო სეზონი ბრაზილიელმა შარშან დააფიქსირა, როდესაც აქტივში 7 ბურთი ჩაიწერა. კაზე „რეალში“ ისტორიის წერას განაგრძობს და ეჭვი არავის ეპარება, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში„ მერენგების“ წარმატებაში დიდ წვლილს შეიტანს. dle 10.1

  • Ramos
  • 27 აგვისტო 2021
  • 790
  • 1

1

27 აგვისტო 2021 16:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2050
მაგიტო მიყვარხართ ჰალას მწერლები. კაცმა 5 წუთის წინ გაახანგრძლივა და ეგრევე სტატისტიკა, ციფრები, ისტორია, სტარტი, გოლი, რაოდენობები.

პატივს გცემთ და მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)