ანჩელოტი:„უახლოეს დღეებში ვნახავთ, რა მოხდება მბაპეს ტრანსფერზე“

კარლო ანჩელოტიმ „ლევანტესთან“ მატჩის წინ პრესკონფრენცია გამართა.


„ბევრს ვმუშაობთ და გვჯერა, რომ უკეთესად თამაში შეგვიძლია. მადრიდის „რეალმა“ ის სცენარი უნდა გაიმეოროს, რაც „ალავესთან“ დაპირისპირებაში გააკეთა. ბურთით და მის გარეშე უფრო სწრაფად და ნაყოფიერად უნდა გამოვიდეთ.“

„გასახდელში შესანიშნავი სიტუაციაა. ფეხბურთელები კონცენტრაციას კონკრეტულ მატჩებზე ახდენენ და არა სატრანსფერო საკითხზე. თუ წარმატების მიღწევა გვსურს, ყველა ტურს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მივუდგეთ.“

„სატრანსფერო ბაზართან დაკავშირებით ჩემი პოზიცია სამეფო კლუბის ხელმძღვანელობისთვის ცნობილია. არამგონია, ახლა აქ ამაზე საუბრის დრო იყოს.“

„მბაპე ჩვენი გუნდის წევრი არ არის, თუმცა უდავოდ დიდი მოთამაშეა. ჩვენ მის ტრანსფერზე ბევრ ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში ვეცნობით. ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო დღეებში.“

„მთავარი ის არის, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი და ეს მახარებს.“

„სამეფო კლუბს არაერთი ვარსკვლავი ჰყავს, ყველას დასახელება არ შემიძლია, თუმცა როდესაც კოლექტივში კურტუა, კარვახალი, ნაჩო, ალაბა, ბეილი, აზარი, ბენზემა და სხვები გყავს, რა თქმა უნდა ყველა ტურნირზე უნდა გამოაცხადო პრეტენზია.“

„ერთი სასიხარულო ინფორმაცია მაქვს. დანი კარვახალი მოედანზე დაბრუნდება. ესპანელს ექიმებმა თამაშის უფლება მისცეს.“

„ტონი კროოსი სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება, გერმანელი ძალიან ნაყოფიერი მოთამაშე და გვჭირდება.“

„ლუკა მოდრიჩს დისკომფორტი ჰქონდა. „ლევანტესთან“ ხორვატი არ იქნება. ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით, მოახერხებს თუ არა ლუკიტა ლა ლიგის მესამე ტურში მონაწილეობის მიღებას.“

„ოდეგორს წარმატებებს ვუსურვებ, ისეთ დიდ კლუბში, როგორიც „არსენალია“. მე ნორვეგიელს ბევრი ვესაუბრე და სიტუაცია ავუხსენი. მარტინი ნამდვილად კარგი ფეხბურთელია და დიდი პერსპექტივა აქვს.“

„რონალდუს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, პორტუგალიელი ნამდვილი ლეგენდაა და „რეალის“ ქომაგებს კარგად ახსოვთ, რამდენად დიდი წვლილი აქვს შეტანილი ბოლო ათწლეულში მიღწეულ გამარჯვებებში. „7“-იანის საკითხი დახურულია.“

„ბენზემა „რეალის“ ფუნდამენტური ნაწილია. მოხარული ვარ, რომ ფორვარდმა კონტრაქტი გაახანგრძლივა და ჩვენთან დარჩება. კარიმი პიროვნულად უფრო სრულყოფილი ადამიანი გახდა.“

„ასენსიო საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. ესპანელს სხვა პოზიციებზეც ვაცდევინებ ძალებს და ვთვლი, რომ მიდგომები გაამართლებს. მარკოზე დიდ იმედებს ვამყარებ.“

„ისკოს ვარჯიშით კმაყოფილი ვარ. ბოლო წლებში ესპანელის მარგი ქმედების კოეფიციენტი შემცირდა, მაგრამ ვთვლი, რომ ამ სეზონში სულ სხვა ალარკონს ვიხილავთ.“

„ფეხბურთი ფუნდემენტურად არის შეცვლილი. თუ საუკეთესო მონაცემებთან ერთად კარგი ფსიქიკა არ გაქვს და ხასიათით არ თამაშობ, წარმატებას ვეღარ მიაღწევ. „რეალში“ უნიჭო ფეხბურთელი ვერ ხვდებიან, თუმცა აქ ფეხისმოსაკიდებლად მხოლოდ ნიჭი არ კმარა. ყოველთვის უნდა მოახერხო ფსიქოლოგიური ბარიერების დაძლევა.“

„აზარი საუკეთესო კონდიციასთან ახლოს არის და რაც მთავარია არანაირი დისკომფორტი არ აწუხებს. ბელგიელს ჩემი მხრიდან ნდობა აქვს.“

„კაზემიროს და ვალვერდეს მნიშვნელობა გუნდში იზრდება. ახლა მოდრიჩი და კროოსი არ გვყავს, რაც დიდ დანაკლისად მიმაჩნია. როგორც გითხარით, ასენსიოსთან სხვა მიდგომები მაქვს და ის ნახევარდაცვაშიც გამოადგება გუნდს.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 21 აგვისტო 2021
  • 3290
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (213)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)