ბენზემა:„„რეალი“ ეპოქალური კლუბია, აქ მუდმივად სიამოვნებას ვიღებ“

კარიმ ბენზემამ მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ვრცელი ინტერვიუ მისცა და საინტერესო საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.


„მადრიდში გატარებული ყოველი დღე სასიამოვნოა. ვამაყობ ჩემი კარიერით, ვამაყოფ იმით, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვირიცხები და კონტრაქტი გავახანგრძლივე. „რეალი“ ჩემთვის ყველაფერია.“

„ყოველდღიურად ვტკბები „რეალის“ ისტორიის შექმნით, აქ თამაშითა და ვარჯიშით. ალბათ მოვა დრო, როდესაც ციფრებს გადავხედავ და სტატისტიკით დავინტერესდები, მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მოედანზე გასვლა და სიამოვნების მიღებაა. მიყვარს გოლების გატანა და საგოლე გადაცემების დარიგება.“

„„რეალში“ გადასვლა არ მსურდა, ვფიქრობდი, რომ იმ ეტაპზე საფრანგეთში დარჩენა კარგი ვარიანტი იქნებოდა, თუმცა ოჯახის წევრების ზარის შემდეგ სახლში მივედი და იქ ფლორენტინო დამხვდა. პერესმა მკითხა განვიხილავდი თუ არა „ბლანკოსში“ ასპარეზობის პერსპექტივას. მაშინ ყველაფერი შეიცვალა და თანხმობა განვაცხადე. ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ჩემ ცხოვრებაში.“

„საუკეთესო მომენტს ვერ დავასახელებ. ყოველწლიურად უფროდაუფრო მეტის კეთება მსურს. ვისურვებდი, რომ ახალი სეზონი საუკეთესო იყო და გუნდისთვის ბევრი სიკეთე გავაკეთო.“

„„რეალი“ ყოველთვის საუკეთესო გუნდი იქნება. ეს არის სხვა განზომილება საფეხბურთო სამყაროში. ვფიქრობ, ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგების ეპოქაში უალტერნატივო გუნდი გვყავდა, ყველაზე ძლიერ რესურსს ვქმნიდით და დაუმარცხებელ კოლექტივს წარმოვადგენდით.“

„თუ გინდა, რომ მოედანზე საუკეთესო იყო, სახლსა და სატრენაჟორო დარბაზში დიდი ყურადღება გმართებს. კვებას მუდმივად ვაკონტროლებ, ხოლო სატრენაჟორო დარბაზში მაქსიმალურად ვიხარჯები.“

„ანჩელოტი საოცარი მწვრთნელია, მასთან ხშირად მაქვს კომუნიკაცია. ბევრჯერ გვისაუბრია კონკრეტულ მატჩებთან დაკავშირებით. მოედანზე გასვლის წინ კარლოს განსაკუთრებული ყურადღებით ვუსმენ, რათა გავიგო, განსხვავებული დავალების შესრულება ხომ არ მიწევს.“

„„რეალი“ შემდგარი ოცნებაა, რომლისგანაც ყოველდღიურად დიდ სიამოვნებს ვიღებ. მადრიდში თამაშს იქამდე ვგეგმავ, სანამ აქაურ სტანდარტს დავაკმაყოფილებ.“

„ქომაგების მოედანზე დანახვა არის საოცარ შეგრძნება. ყველა ფეხბურთელს მოსწონს პუბლიკის წინაშე ასპარეზობა.“ dle 10.1

  • Ramos
  • 21 აგვისტო 2021
  • 2123
  • 1

1

21 აგვისტო 2021 15:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 47
წარმოიდგინეთ სახლში პერესი გხვდება და გადმოსვლას გთავაზობს. ყველაზე მაგარი პრეზიდენტია !

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (214)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)