AS - „რეალმა“ მბაპესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო!

მიუხედავად იმისა, რომ „პსჟ“-ს ხელმძღვანელობამ კილიან მბაპესთან დაკავშირებით სიტუაცია უკიდურესად გაამძაფრა და ფლორენტინო პერესს ფრანგი ფეხბურთელის დამატების შანსი მნიშვნელოვნად შეუმცირდა, „ბლანკოსმა“ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო.


31 აგვისტოს ჩათვლით მადრიდის „რეალი“ ყველა ნაბიჯს გადადგამს იმისათვის, რომ კილიანი დაიმატოს, ვინაიდან თავად ფეხბურთელიც ღიად აცხადებს, რომ პარიზში დარჩენა აღარ უნდა და მისი მიზანი „ბლანკოსში“ თამაშია.

AS-ის ინფორმაციით, არ აქვს მნიშვნელობა რა შედეგებს გამოიღებს ალ ჰელაიფისა და ფეხბურთელის შეხვედრა. „რეალი“ სტრატეგიას არ შეცვლის და ბოლომდე იბრძოლებს.

ფლორენტინო პერესის წინადადება, რომელიც 150 მილიონიანია ძალაში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათამდე იქნება.

„ბლანკოსი“ ამ ნაბიჯებით ცდილობს, რომ მბაპეს საკუთარი ინტერესი მკვეთრად დაანახოს და ფეხბურთელს ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადოს. dle 10.1

  • Bernabeu
  • 18 აგვისტო 2021
  • 5024
  • 2

1

18 აგვისტო 2021 16:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2640
შანსი რატო შეუმცირდა ვერ მივხვდი??? ამ სტატიაში რა შუაშია შანსის შემცირებაა ან რატო შემცირდაა მიზეზი მაინც დაწერეთ. რა 150 მილიონს რომ ჩამოდის მარტოი?? ეგაა შანსის შემცირება. მაგარი უაზრო და გაურკვეველი სტატიები იდება რაა. ვინმე ცოტა კომპეტენტურმა მაინც დაწერეთ, წესიერად და გარკვევით.

2

18 აგვისტო 2021 20:15

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
დასრულდა შეხვედრა და მბაპე დარჩა კლუბში. ლეონარდომ უკვე აცნობა აღნიშნული გადაწყვეტილება კლუბს და ფეხბურთელებს.

ესპანური გამოცემამ Cadena SER დაწერა უკვე, შედით და ნახეთ. მბაპეს აქვს სურვილი რეალში გადავსლის,თუმცა პესეჟეს პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ ბლანკოში გადასვლა სამომავლოდ გადადო.

ვინაიდან თავად ფეხბურთელიც ღიად აცხადებს, რომ პარიზში დარჩენა აღარ უნდა და მისი მიზანი „ბლანკოსში“ თამაშია. - ესეც დიდი ტყუილია, არასდროს დაუფიქსრირებია მბაპეს ღიად აღნიშნული ფაქტი. გამოცემები რომლებიც ამაზე წერენ აქამდე არცერთ მათგანთან ინტერვიუში მპაეს მსგავსი რამ არ უთქვამს. არც საჯაროდ და ღიად დაუფიქსრიებია პოზიცია. კილიანის პოზიცია რეალთან მიმართებაში ყოველთვის იყო, რომ მე სხვა გუნდის ფეხბურთელი ვარ და კონცენტრირებული ვარ მათ წარმატებაზე.


ადმინებო!!! ძალიან ბევრი,უამრავი სიახლე იწერება რეაზე და ძალიან საინტერესო, უმჯობესია სარედაქციო პოლიტიკა შეცვალოთ და უფრო პროდუქტიულად წეროთ სტატიები.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (218)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)