„რეალი“ მარკუს რაშფორდისა და სტერლინგის კონტრაქტებსაც სწავლობს

ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი მარკუს რაშფორდისა და რაჰიმ სტერლინგის მოქმედ კონტრაქტებს სწავლობს, რომელიც ფეხბურთელების მანჩესტერ „იუნაიტედთან“ და მანჩესტერ „სიტისთან“ აქვთ გაფორმებული.


ორივე ხელშეკრულებას ვადა 2023 წელს ეწურება. რაშფორდთან დაკავშირებით მანჩესტერ „იუნაიტედს“ ერთი შეთავაზება ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ ფეხბურთელმა სახელფასო პირობების გამო ხელშეკრულების გახანგრძლივებისგან თავი შეიკავა.

რაც შეეხება სტერლინგს. შარშანდელი სეზონის ბოლოს, რაჰიმს გუარდიოლასთან ურთიერთობა დაეძაბა და შემადგენლობაშიც ვეღარ ხვდებოდა ხშირად.

მადრიდის „რეალი“ მომდევნო ზაფხულს ორივე მოთამაშის მიმართ გამოთქვამს ინტერესს, ვინაიდან ფეხბურთელებს კონტრაქტის ამოწურვამდე 1 წელი ექნებათ დარჩენილი და მათი ფასებით შესაბამისად შემცირდება.

იმ შემთხვევაში, თუ ინგლისელები საკუთარ კლუბებს ახალ ხელშეკრულებებზე ვერ შეუთანხმდებიან, პერესი აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს. ფლორენტინო ხვდება, რომ მომდევნო 2-3 წელიწადში სამეფო კლუბის შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებების განხორციელებაა საჭირო, ვინაიდან გუნდს ბევრი ასაკოვანი ფეხბურთელი ჰყავს. dle 10.1

  • Ramos
  • 18 აგვისტო 2021
  • 898
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (213)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)