ანჩელოტი:„31 აგვისტომდე ტრანსფერს არ გამოვრიცხავ“

კარლო ანჩელოტიმ ლა ლიგის პირველი ტურის წინ პრესკონფერენცია გამართა.


„მადრიდის „რეალისთვის“ ლა ლიგის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ამისთვის კი კარგი სტარტია საჭირო. ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან და ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯებიან. ჩვენ მიზანი ყველა მატჩში მაქსიმუმის ჩვენება იქნება. პირველი გამოცდისთვის მზად ვართ.“

„ესპანეთის ჩემპიონატს თავისი სპეციფიკური მახასიათებლები აქვს. დარწმუნებული ვარ, „რეალთან“ ერთად ჩემპიონობისთვის „ბარსელონა“, „ატლეტიკო“ და „სევილია“ იბრძოლებენ. საკმაოდ დიდი კონკურენცია გვაქვს და ბევრი ბარიერის გადალახვა მოგვიწევს. მე მომწონს ლა ლიგა და ვთვლი, რომ მომდევნო სეზონი საინტერესო გამოვა.“

„მე მომწონს ეს გუნდი, მაგრამ 31 აგვისტომდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. თუ „რეალის“ ფეხბურთელების შესაძლებლობების 100% ათვისებული იქნება, გუნდი აუცილებლად მიაღწევს წარმატებას, თანაც ყველა ფრონტზე. ვერ გამოვრიცხავ ტრანსფერებს, ვინაიდან წინ კიდევ 2 კვირაზე მეტია.“

„პრე-სეზონი ნაყოფიერი გამოდგა. მაქსიმალურად დავიხარჯეთ კარვახალის და მენდის ფორმაში ჩასაყენებლად, ისინი მალე დაეხმარებიან გუნდს. ვთვლი, რომ ფეხბურთელებმა ბევრ დატვირთვას გაუძლეს, როგორც ფიზიკური, ასევე ტაქტიკური თვალსაზრისით.“

„სამწუხაროდ, მარსელო „ალავესთან“ დაპირისპირებაში ვერ დაგვეხმარება. ბრაზილიელ ფეხბურთელს მიკრო ტრავმა აქვს და ვიმედოვნებ, მალე გამოჯანმრთელდება.“

„ოდეგორთან ბევრი ვისაუბრე. ნომრების მინიჭება ტექნიკური საკითხია, ამის დრო ჩვენ 2 სექტემბრამდე გვექნება. ნორვეგიელმა ფეხბურთელმა იცის, რომ ჩემს განკარგულებაში რამდენიმე ექსტრა კლასის ნახევარმცველია და შემადგენლობაში მოსახვედრად ბრძოლა მოუწევს.“

„ბეილი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. შესაძლოა ბოლო დროს უელსელმა სასურველი დონე ვერ აჩვენა, მაგრამ მე ვიცი, რამხელა პოტენციალს ფლობს ის. გარეთს გარანტირებული არაფერი აქვს. თუ საუკეთესო ფეხბურთს ითამაშებს, აუცილებლად იქნება ჩემი ნდობით აღჭურვილი ფეხბურთელი და მოედანზე ხშირად გამოჩნდება, სხვა შემთხვევაში კი არჩევანს ალტერნატივაზე გავაკეთებ.“

„ისკო კარგ ფორმაშია, წინა წლებს ვერ შევაფასებ, რადგან აქ არ მიმუშავია. ესპანელის სათამაშო ინტელექტსა და კლასში ეჭვი არავის შეაქვს, ის დიდებული ფეხბურთელია.“

„ფრიად გაკვირვებული ვარ ახალგაზრდების პოტენციალით. აქ ბევრი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი დამხვდა. მთავარი ის არის, რომ მოთამაშეები ბოლომდე იხარჯებიან და მოტივირებულები არიან.“

„აზარმა საუკეთესო ვერსია უნდა აჩვენოს. ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ მან ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო, ხოლო შემდეგ გუნდს შეუერთდა. უკვე 10 დღეა, ედენი გუნდთან ერთად სრულფასოვან დატვირთვას იღებს და არანაირი დისკომფორტი არ აწუხებს.“

„შარშან გუნდის მთავარი პრობლემა გოლების გატანა იყო. ბენზემა დიდებული ბომბარდირია, მაგრამ მასთან ერთად პროდუქტიულობის ხარისხი უნდა გაზარდონ იოვიჩმა, ვინისიუსმა და როდრიგომ. ჩვენ გვჭირდება კოლექტიურად აგრესიული გუნდი, რომელიც ბევრ გოლს იტანს.“

„5 ცვლილების წესს მივესალმები და ვფიქრობ, ეს მუდმივად უნდა იყოს დანერგილი. მოთამაშეებს მეტი შანსი ეძლევათ და რესურსის დაზოგვაც ხდება.“

„მიგელ გუტიერესი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და ჩემს პატივისცემას იმსახურებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ესპანელი ფეხბურთელი „ბლანკოსის“ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.“

„მბაპეზე ახლა ვერ ვისაუბრებ, რადგან წინასამატჩო პრესკონფერენციაა. ახლა მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე შემიძლია საუბარი, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან. ბევრი ახალგაზრდა გვყავს მარვინის, არიბასის, ბლანკოსის, მიგელის, ჩუსტის და სხვების სახით. გუნდში გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების შესანიშნავი ნაზავია.“

„მესის „ბარსელონადან“ წასვლა ამ კლუბის ძალას და ავტორიტეტს არ შეცვლის. კატალონიელებს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ჰყავთ და ჩვენი კონკურენტები არიან. რა თქმა უნდა, გამაკვირვა ლეოს აბარგებამ, ვინაიდან მან მთელი ცხოვრება „ბარსელონას“ მიუძღვნა.“ dle 10.1

  • Ramos
  • 14 აგვისტო 2021
  • 3621
  • 1

1

14 აგვისტო 2021 12:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1817
აუ სამი ქულა დადე რა კარლო.რეალი 2 ბურთზე მეტს გაიტანს

აუ სამი ქულა დადე რა კარლო.რეალი 2 ბურთზე მეტს გაიტანს
-----------------------
Decimotercero

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (193)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)