ლუკას ვასკესი:„რამოსის და ვარანის წასვლა მოულოდნელი, მაგრამ ბუნებრივი იყო“

ლუკას ვასკესმა „ას“-თან ინტერვიუში ბევრი საინტერესო საკითხი მიმოიხილა...


„მადრიდის „რეალში“ თამაში ჩემთვის დიდი პატივია. მოხარული ვარ, რომ რამდენიმე თვის წინ კონტრაქტი გავახანგრძლივე და ჩემი მომავალი აქაურობას დავუკავშირე. დღევანდელობით ვცხოვრობ და არ ვიცი რა იქნება 3 წლის შემდეგ. ვერ ვფიქრობ იმაზე, რომ სხვა კლუბშიც შეიძლება მოვხვდე.“

„მადრიდი ჩემი სახლია და მოტივირებული ვარ. გასულ თვეებში ბევრი შემოთავაზება მქონდა, ვინაიდან „ბლანკოსთან“ კონტრაქტი მეწურებოდა, თუმცა მთავარი ის არის, რომ აქ ვარ.“

„კარლო ანჩლოტის ვიცნობ და მჯერა, რომ ის კვლავ მიაღწევს „ბლანკოსთან“ ერთად წარმატებას. მადრიდის „რეალს“ სათავეში ძალიან გამოცდილი სპეციალისტი უდგას.“

„ტრანსფერებზე საუბარი ჩემი კომპეტენცია სხვა არის. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ „ბლანკოსის“ ყველა ფეხბურთელი სეზონს განსაკუთრებული მოტივაციით იწყებს და ტიტულების მოგება უნდა.“

„რამოსის და ვარანის წასვლა რა თქმა უნდა გულდასაწყვეტი იყო, მაგრამ ეს ნორმალურია. ფეხბურთში ცვლილებები გარდაუვალია.“

„მარჯვენა მცველად თამაში? ამ პოზიციაზე ძალების მოსინჯვა ჩემთვის სიურპრიზი იყო, მაგრამ შარშან საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე. იქ ვითამაშებ, სადაც მწვრთნელი დამავალებს.“

„ლა ლიგაში კონკურენცია იმატებს. შარშანდელ სეზონში თავის აღსამართეთ 4 გუნდი იბრძოდა. ტურნირის მოგება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.“

„არ ვფიქრობ, რომ ლუკა მოდრიჩისთვის მომდევნო სეზონი „რეალში“ ბოლო იქნება. ხორვატის ფიზიკა ყველა ფეხბურთელს ანცვირებს, ლუკა საოცარ კონდიციაშია და ყველა სეზონს მოწოდების სიმაღლეზე ხვდება.“

„ბერნაბეუს პროექტი ბუნებრივია ძალიან გრანდიოზულია. ვოცნებობ, რომ განახლებულ სტადიონზე რაც შეიძლება მალე ვითამაშო.“

„ჩვენ ბევრი კარგი და ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, ისინი მუშაობას განაგრძობენ და ეტაპობრივად ამტკიცებენ, რომ მთავარ გუნდში თამაშს იმსახურებენ.“ dle 10.1

  • Hala
  • 6 აგვისტო 2021
  • 998
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (202)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)