პირესი:„მბაპე „პსჟ“-ში ჩემპიონთა ლიგას მოიგებს და „რეალში“ შემდეგ წავა“

რობერ პირესის თქმით, კილიან მბაპე მადრიდის „რეალში“ გადასვლამდე პარიზელთა რიგებში ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. ფრანგი ფეხბურთელი „ბლანკოსიდან“ რაფაელ ვარანისა და სერხიო რამოსის წასვლასაც შეეხო...


„ვარანის წასვლით „რეალმა“ დიდი დანაკლისი განიცადა, ისევე როგორც სერხიო რამოსის. ვფიქრობ, დავიდ ალაბას დამატება კარგი არჩევანია, მაგრამ ამ ეტაპზე დანაკლისი გაცილებით დიდია და კარლო ანჩელოტის გუნდი განახლებას საჭიროებს.“

„ფლორენტინო პერესი უკვე ათწლეულებია სუპერტრანსფერების მთავარ შემოქმედად გვევლინება, ამიტომ ვთვლი, რომ „რეალის“ პრეზიდენტი მალე გადადგამს აქტიურ ნაბიჯებს.“

„მბაპეს მადრიდში გადასვლა? დიახ, ადრე თუ გვიან ეს მოხდება, მაგრამ ვთვლი, რომ კილიანი „რეალში“ მას შემდეგ ითამაშებს, რაც „პსჟ“-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებს. ეს არის მხოლოდ ჩემი აზრი და არ გახლავთ დაფუძვნებული რაიმე სახის ინფორმაციაზე.“ dle 10.1

  • Hala
  • 2 აგვისტო 2021
  • 2404
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (202)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)