"დი მარია დიდებული ფეხბურთელია"

კლუბების და ნაკრებების დირექტორებმა, ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა შეაფასეს მადრიდის "რეალის" ახალი ფეხბურთელი ანხელ დი მარია.


ბუგრატენო:
"იგი დიდებული მოთამაშე უნდა იყოს თუ ასეთ ადრეულ ასაკში შეძლო არგენტინის ნაკრებში მოხვედრა. იგი არის ძალიან სწრაფი და ტექნიკური. მისი შეჩერება რთულია"

ვალდანო:
"მას აქვს ყველა ის თვისება რომელიც უნდა ჰქონდეს ნახევარმცველს და გარემარბს. იგი ძალიან მარტივად ცდება მცველებს და მუდამ ბოლომდე იხარჯება. ჩემი აზრით მადრიდის "რეალმა" სწორი გადაწყვეტილება მიიღო დი მარიას შეძენით."

მაურინიო:
"მე მისი სტილი მომწონს. მას დიდი პოტენციალი აქვს."

დიეგო არმანდო მარადონა:
"მას აქვს ძალიან კარგი ტექნიკა და მატჩში ძალიან ბევრს სახიფათო მომენტს ქმნის. მისნაირი ფეხბურთელი დღესდღეობით ბევრი არ არის."

"ის არის ფანტასტიური მოთამაშე. მას ფეხბურთი სისხლში აქვს. იგი აღარ არის ის დი მარია რომელიც უბრალოდ იდგა მარცხენა ფლანგზე და ბურთსაც არ იღებდა. იგი ახლა მთელი მატჩის განვმალობაში მუდამ მოძრაობაშია და ეცდება შეტევების განვითარებას"

კრისტიანო რონალდო:
იგი დიდებული ფეხბურთელია რომელსაც ნებისმიერი სტილის გუნდში შეუძლია თამაში.

კაკა:
იგი საკმაოდ კარგი მოთამაშეა. მიხარია რომ მანაც მოირგო თეთრი მაისური. მე მას წარმატებებს ვუსურვებ.

რუი კოსტა:
იგი "ბენფიკაში" ფანტასტიურად ასპარეზობდა. ალბათ იგი მის ახალ გუნდშიც საკმაოდ კარგად ითამაშებს.

კიკე სანჩეს ფლორესი:
იგი არის სწრაფი და აქვს უნიკალური ნიჭი იმისა რომ სახიფათოდ შეუტიოს ორივე ფლანგიდან. დი მარია განსაკუთრებული ფეხბურთელია. მას ყველასგან განსხვავებული თამაშის სტილი აქვს.

ჩავი გარსია:
იგი საოცრად სწრაფია და ძალიან კარგად ურტყამს მარცხენა ფეხით. მცველები მას უნდა უფრთხილდნენ. იგი შეუჩერებელია როდესაც ერთი–ერთზე გადის მეკარესთან. მას შეუძლია დიდებულად ჩააწოდოს და დაარტყას ბურთი ფლანგებიდან ორივე ფეხით.

ინფორმაციის წყარო:RealMadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)