ვარანის გამოსამშვიდობებელი წერილი მადრიდის „რეალის“ ქომაგებს

რაფაელ ვარანი მადრიდის „რეალის“ ქომაგებს წერილით დაემშვიდობა და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა.


„ბოლო დღეები ემოციებით დატვირთული იყო და მსურს, ყველას გაგიზიაროთ ჩემი გრძნობები. დავტოვე კლუბი, რომელშიც 10 დაუვიწყარი წელიწადი გავატარე. „რეალი“ ყოველთვის ჩემს გულში იქნება.“

„2011 წლის შემდეგ მადრიდულ გრანდში მივაღწიე იმაზეც, რაზეც ალბათ ვერ ვიოცნებებდი. ჩვენ ერთად მოვიგეთ უამრავი მნიშვნელოვანი ტიტული და გადავლახეთ წინააღმდეგობა. ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია და ვისაც ჩემს წინსვლაში წვლილი შეუტანია.“

„დიდ მადლობას ვუხდი „ბლანკოსის“ ქომაგებს, ისინი ძალიან მომთხოვნები არიან და ყოველთვის მაიძულებდნენ, რომ საუკეთესო ფორმაში ვყოფილიყავი და მებრძოლა.“

„მქონდა პატივი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად მეთამაშა და მევარჯიშა. გასახდელში ყოველთვის განსაკუთრებული სიტუაცია სუფევდა და ეს დაუვიწყარია.“

„არასდროს დამავიწყდება „ლა დესიმა“, ეს ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო მომენტი იყო, სადაც საოცარი სიხარული განვიცადე.“

„და ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო ესპანეთს და მადრიდს, სადაც ჩემი ორი შვილი დაიბადა. ეს ქვეყანა ჩემთვის ყოველთვის სახლივით იქნება.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)