ვალდანო:„„რეალს“ ასეთ შემადგენლობით ლა ლიგისთვის ბრძოლის შანსი არ ექნება“

ხორხე ვალდანოს აზრით, ლა ლიგის ლიდერები ძლიერდებიან, მადრიდის „რეალი“ კი სუსტდება, რაც „ბლანკოსს“ ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალებას არ მისცემს.


„ჩვენ ვუყურებთ „ბარსელონას“, რომელმაც რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი განახორციელა და შეტევითი ხაზის რესურსი გააორმაგა. კატალონიელები აშკარად აქტიურობენ და ცდილობენ, რომ მომდევნო სეზონს მოწოდების სიმაღლეზე შეხვდნენ.“

„იგივეს თქმა შეიძლება „ატლეტიკოზეც“, რომელმაც რამდენიმე ტრანსფერი უკვე გაჩარხა, ასევე ძალიან აქტიურად მუშაობს ანტუან გრიზმანის დაბრუნებასა და სხვა ტრანსფერებზე. ფაქტია, რომ გუნდებმა გაძლიერებაზე ზრუნვა დაიწყეს.“

„ყოველივე ზემოაღნიშნულის პარარელურად რას ვხედავთ „რეალში“? გუნდი ფეხბურთელებს მხოლოდ უშვებს და არავის იმატებს. მხოლოდ დავიდ ალაბას დამატება ძირეულად ვერაფერს შეცვლის და „მერენგებს“ ლა ლიგის მოგებისთვის ბრძოლა გაუჭირდებათ.“

„კოვიდ 19-ის გამო ეკონომიკური კრიზისი ბევრ გუნდშია, მათ შორის „ბარსელონასა“ და „როხიბლანკოშიც“, თუმცა ფაქტია, რომ ეს გუნდები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობენ, „რეალი“ კი უპრეცენდენტო პასიურობას იჩენს.“ dle 10.1


1

27 ივლისი 2021 21:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1340
ვეთანხმები ვალდანოს

2

27 ივლისი 2021 21:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
ეგრე რა ამოიღონ სუყველამ ხმა, იქნებ გააქტიურდეს პერესი... მოდრიჩს,კაზემიროს,კარვახალს შემცვლელები უნდათ + შეტევაში ფლანგები(სამომავლოდ ბენზემას შემცვლელი) რას აპირებენ ესენი არ ვიცი ყველა პერსპექტიულ ფეხბურთელს სხვა გუნდებს რომ უთმობენ და გადაეკიდნენ ამ შლანგ ბრაზილიელებს... ვერაფერი ვერ დამტკიცდა ამდენი ხნის განმავლობაში 1000-ში ერთხელ ყველა გაიტანს! ან ეს ჩელსი/პსჟ რაარი ამდენ მაყუთს რო ხარჯავს ამ ბოლო ხანებში ბაიერნიც და სიტიც... ეს შეიხები თავის ფულს ხარჯავენ თუ კოვიდი არ შეეხოთ. ნერვები მეშლება რა!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)