ანჩელოტი მიიჩნევს, რომ BBH იდეალურად შეუტევს!

კარლო ანჩელოტი მომდევნო სეზონს ოპტიმისტურად უყურებს და თვლის, რომ მადრიდის „რეალს“ კილიან მბაპეს ვერდამატების შემთხვევაში შეტევაში პრობლემები მაინც არ ექნება...


იტალიელ სპეციალისტს „BBH“-ის ტრიოს იმედი აქვს. კარლიტოს აზრით, ბეილი, ბენზემა და აზარი იდეალურად შეუტევენ და აუცილებლად მოახერხებენ ერთმანეთთან ნორმალურ კოლაბორაციას.

დიახ, ბეილი ინერტულია და ძველი გარეთის აჩრდილს ჰგავს, თუმცა ასეა თუ ისე გასულ სეზონში უელსელმა „ტოტენჰემის“ რიგებში 16 გოლის გატანა და რამდენიმე საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

ანჩელოტი თვლის, რომ გარეთს სპეციალური მიდგომა სჭირდება, რომელიც სწორედ მას აქვს. კარლოს საკუთარი ავტორიტეტის იმედი აქვს და სჯერა, რომ ბეილი მასთან ერთად პროდუქტიულად იმუშავებს.

ამას ემატება ბენზემასთან მრავალწლიანი თამაშის გამოცდილება. ბეილი 2013 წლიდან მოყოლებული გამოდის კარიმის გვერდით და ზუსტად იცის, როდის რა უნდა გააკეთოს ფრანგ ფეხბურთელთან იდეალური დუეტის შესაქმნელად.

ზემოაღნიშნულ ფეხბურთელებს ემატებიან ბრაზილიელი ახალგაზრდები ვინისიუს ჟუნიორისა და როდრიგო გოეშის შემადგენლობით. კოლექტივში ასევე მალე დაბრუნდება მარკო ასენსიოც.

როგორც სჩანს, ანჩელოტის დიდი გეგმები აქვს წინა ხაზთან დაკაშირებით, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს. dle 10.1

  • Hala
  • 27 ივლისი 2021
  • 1658
  • 2

1

27 ივლისი 2021 20:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
იმედები თუ აქვთ ასეთი დაცვით და შეტევით მალადეც პერესს... სამივე ასაკშია და ბეილი/აზარი ორივე შუშაა... როგორ უნდა იყო ნდობით აღჭურვილი მიკვირს... + მოდრიჩი დაბერდა და კროოსიც აღარაა მოწოდების სიმაღლეზე... რამოსი/ვარანი წავიდა და ახალ დაცვა შეუთამაშებელია ერთმანეთში + კარვახალი 1 წელია მგონი დამტვრეულია(ვასკესი ყავს მცველად მადრიდის რეალს... მიკვირს ასე თუ გაუჭირდათ გუნდებს როგორ გაჩარხეს სხვა კლუბებმა ტრანსფერები + რეალს რამდენი ხანია ნორმალური ტრანსფერი არ დაუდია... ერთი აზარი იყიდეს და იმანაც ჩაისვარა.

2

27 ივლისი 2021 22:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1947
დიდი და მსხვილი კრახი ელოდება რეალს,თუ მბაპე და კიდევ ორი სუპერ ფეხბურთელი არ დაიმატა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)