დავიდ ალაბას პირველი პრესკონფერენცია!

დავიდ ალაბამ „რეალის“ ფეხბურთელის რანგში პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა...


„4 ნომრიანი მაისური მე არ მომითხოვია. ამ ეტაპზე თავისუფალი სწორედ ეს ციფრი იყო და თანხმობა განვაცხადე, სხვა არაფერი. მე მსურს „ბლანკოსში“ ჩემი ეპოქის შექმნა.“

„რამდენიმე პოზიციაზე შემიძლია თამაში. ვთვლი, რომ მოქნილი ფეხბურთელი ვარ, მწვრთნელის გადასაწყვეტია სად ვიასპარეზებ.“

„ხვალ პირველ ვარჯიშს გავმართავ, მოუთმენლად ველი ამ დღის და გუნდთან ერთად სესიების ჩატარებას. საკმაოდ მჭიდრო გრაფიკი გვაქვს.“

„მბაპე უდავოდ დიდი ფეხბურთელია, წინახაზელს აქვს ხარისხი და რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი მასთან ერთად „ბლანკოსში“, თუმცა ფრანგის ტრანსფერზე ხელმძღვანელ პირებს უნდა ჰკითხოთ.“

„ესპანურ ენას არ ვფლობ. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცი. „ბაიერნში“ ასპარეზობის დროს ესპანეთიდან რამდენიმე თანაგუნდელი მყავდა. ვეცდები, ენა მალე ვისწავლო და კომუნიკაციის პრობლემა არ მქონდეს. ახლა ჩემთვის ყველაზე მარტივი კროოსთან საუბარი იქნება.“

„როდესაც ვენაში ვცხოვრობდი, ჩემი ოცნება „მერენგების“ მაისურის მორგება იყო, ბავშვობაში „რეალის“ ბევრი მაისური მქონდა და ამ კლუბს ვქომაგობდი.“

„სერხიო რამოსი „რეალისთვის“ დიდი ფიგურა იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თავისუფალი 4 ნომრიანი მაისურია და მის მორგებაში დანაშაულს ვერ ვხედავ. ის ნომერი ავიღე, რაც კლუბმა შემომთავაზა. ამ საკითხზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ.“

„საყვარელ პოზიციაზეც ვერ ვისაურებ. უკვე გითხარით, რომ ამას ანჩელოტი გადაწყვეტს.“

„ტრანსფერები? ბუნებრივია კარგი გუნდი გვყავს, თუმცა დაველოდოთ იქნებიან თუ არა ახალი სახეები სამეფო კლუბში.“

„„ბაიერნის“ ფეხბურთელის რანგში „ბერნაბეუზე“ ბევრჯერ მითამაშია და ვიცი, რა ატმოსფერო სუფევს მადრიდში.“

„ვარანი დიდებული ფეხბურთელია, ჩემი აზრით, ფრანგთან ერთად თამაში დიდი კომფორტი იქნება.“

„4-ზე მეტი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ „ბლანკოსი“ ავირჩიე და სრულად დარწმუნებული ვარ, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი.“ dle 10.1

  • Hala
  • 21 ივლისი 2021
  • 5042
  • 3

1

21 ივლისი 2021 18:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9021
ძალიან მაგარი ტრანსფერია. დაახლოებით ის ვარიანტია ვარანი რო რონელიმე გუნდმა იყიდოს როგორ გამიადგებათ მაგრამ შემტევები გვჭირდება აუცილებლად

2

22 ივლისი 2021 07:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1955
მბაპე თუ არ ვიყიდეთ,როგორც რუსები იტყვიან: ,,дело дрян".....😒😒😒

3

23 ივლისი 2021 01:11

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
უდავოდ კარგი შენაძენია მაგრამ მილიტაომ ბოლო თამაშებში მშვენივრად წარმოაჩინა თავიი და ცოტათი მეცოდეებაა...ვარანი და ეს სავარაუდოდ ცენტრალულ მცველებად განიხილებიან მარცხნივ კაპიტანი მარჯვნივ კარვახალი...ასევე მენიიდი რომელეც სასწაულად გამოიყურებაა მოკლედ დაცვაში წესიით არუნდა შეგვექმნას პრიბლემეები,არც ნახევარდაცვაში,აი შეტევა კი გულის ამრევიააა🤨🤨

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)