ანჩელოტის ვინისიუს ჟუნიორთან კონკრეტული მოთხოვნები აქვს

იმისათვის, რომ ვინისიუს ჟუნიორმა მწვერვალების დაპყრობა შეძლოს, ბევრი მუშაობა და კარლო ანჩელოტის დავალებების შესრულება მოუწევს. იტალიელ სპეციალისტს ბრაზილიელ ახალგაზრდასთან კონკრეტული მოთხოვნები აქვს.


კარში დარტყმის გაუმჯობესება, მეტი ფიზიკა და ბურთის კონტროლი - სწორედ ეს არის ანჩელოტის მიზანი ვინისიუსთან დაკავშირებით. სამწვრთნელო შტაბში კონკრეტულ პირებს დავალებები უკვე მიღებული აქვთ და ვინის დაბრუნების შემდეგ მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში გადაიზრდება.

კარლო მიიჩნევს, რომ ვინისიუსს დიდი პერსპექტივა აქვს, თუმცა მას განსაკუთრებული მუშაობა მართებს. ანჩელოტი ყველაზე დიდ პრობლემად ჟუნიორის დაარტყმას მიიჩნევს და თვლის, რომ ფეხბურთელს ამ მიმართულებით ძალიან ბევრი აქვს სამუშაო.

ანჩელოტის აზრით, თუ ვინისიუსი კარში დარტყმის კომპონენტს მნიშვნელოვნად ვერ გააუმჯობესებს, მსოფლიო ვარსკვლავი ვერ გახდება. წინახაზელი, რომელიც შედეგიანობის მხრივ მნიშვნელოვნად მოიკოჭლებს, გუნდის ლიდერის სტატუსს ბუნებრივია, რომ ვერ მოირგებს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)