ლევანდოვსკი „რეალს“ ელოდება

მადრიდის „რეალის“ მაისურის მორგება, ჯერ კიდევ ლევანდოვსკის ოცნებას წარმოადგენს.


32 წლის პოლონელ თავდამსხმელს ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი უდგას კარიერაში. მისი ფიზიკური კონდიციები უბრალოდ შეუდარებელია, რაც სტატისტიკაზეც მეტყველებს. განვლილ სეზონში, რობერტმა 40 შეხვედრაში 48 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე, 47 მატჩში 55 შედეგიანი დარტყმა განახორციელა.

გოლეადორს მიუნხენურ კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდე აქვს დაკავშირებული მომავალი. მან „რეკორდმაისტერის“ რიგებში ყველაფერი მოიგო და უკვე ადგილსამყოფელის შეცვლაზეც ფიქრობს. „ბაერნშიც“ კარგად მოეხსენებათ, რომ ახლა თუ არა, გაისად აუცილებლად მოითხოვს ფეხბურთელი კონტრაქტის გაწყვეტას და შესაბამისად, მისი შეცმვლელის ძიებაში არიან.

სამეფო კლუბში კი მთლიან ყურადღებას მბაპეს ტრანსფერს უთმობენ, ხოლო „ცხრიანი“ მათ ობიექტივში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჰალანდთან დაკავშირებული გეგმა ჩავარდება (მიმდინარე ზაფხულს კილიანი, მომავალ ზაფხულს ერლინგი). არადა, 2014 წელს, რობერტი ახლოს იყო „რეალში“ გადასვლასთან, თუმცა ბოლო მომენტში, ფლორენტინო პერესმა აზრი შეიცვალა.

საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ, ფაქტია, ლევანდოვსკი „რეალის“ ზარს ელოდება.

AS
dle 10.1


1

12 ივლისი 2021 19:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1857
ბენზემას გამო გადაიფიქრა, მაგარ პატივს ცემენ რეალში ბენზოს(როგორც შტაპი,მწვრთნელი,თანაგუნდელები,პრეზიდენტი), უბრალოდ ფანობის 50-50% სხვადასხვა აზრი აქვთ.

2

12 ივლისი 2021 20:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 967
შანსი არაა ბაიერნმა ეს გაუშვას, ლევანდოვსკის რა უნდა სულ არ აინტერესებთ. მარა რაღაც არამგონია ლევანს ბაიერნის დატოვება უნდოდეს, დღესდღეობით საუკეთესო თუ არა ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშობს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)