მოითხოვა თუ არა მენდიმ ხელფასის მომატება?

ფერლან მენდი მადრიდში იმყოფება, სადაც თანაგუნდელებთან ერთად წინასასეზონო მომზადების პროცესშია ჩართული.


ამ ეტაპისათვის, ფრანგი ფეხბურთელი მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში ირჯება, თუმცა უახლოესი დღეების განმავლობაში მისი ფიზიკურო კონდიციები დამაკმაყოფილებელ ნიშნულს მიაღწევს და ეს უკანასკნელიც მოედანზე გადაინაცვლებს.

განვლილ სეზონში მარცხენა მცველი „რეალის“ ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბდა. მან საქმეში 3260 წუთი გაატარა, რაც თანაგუნდელებს შორის მე-6 საუკეთესო შედეგია.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფერლანმა კლუბის ხელმძღვანელობას ანაზღაურების გაზრდა მოთხოვა. სააგენტო Goal-ის ცნობით, აღნიშნული სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან მენდი ბედნიერად გრძნობს თავს ესპანეთის დედაქალაქში და მას ხელფასის საკითხზე საერთოდ არ ჰქონია კომუნიკაცია არავისთან.

„ლიონის“ ყოფილ მოთამაშეს, 2025 წლის ზაფხულამდე აქვს დაკავშირებული მომავალი „ბლანკოსთან.“

DC dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)