Telefoot - პოგბას მომავალი მომდევნო კვირაში გადაწყდება!

მიუხედავად იმისა, რომ პოლ პოგბა საზაფხულო არდადაგებს ატარებს, მისი აგენტი აქტიურად არის ჩართული მსურველ კლუბებთან კომუნიკაციასა და მოლაპარაკბებში. Telefoot-ის ინფორმაციით, ფრანგი ნახევარმცველის მომავალი მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი...


პოლს მანჩესტერ „იუნაიტედიდან“ წასვლა აქვს განზრახული და არაერთი მსურველიც ჰყავს. ბოლო ეტაპზე მსურველთა სიაში „პსჟ“, ტურინის „იუვენტუსი“ და მადრიდის „რეალი“ იყვნენ.

ზემოაღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, ფრანგ ფეხბურთელთან ყველაზე ახლოს „პსჟ“ გახლავთ, თუმცა თავად მოთამაშეს „რეალი“ სურს. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ფლორენტინო პერესი მასში დიდი თანხის გადახდას არ აპირებს და მოლაპარაკებების შეფერხებასაც სწორედ ეს უწყობს ხელს.

თუ პოგბა „პსჟ“-ს რიგებში გადავა, ჩვენ საფრანგეთის დედაქალაქში მართლაც მსოფლიო ნაკრებს ვიხილავთ. პოჩეტინოს გუნდს უკვე შეუერთდნენ აშრაფ ჰაკიმი, ვეინალდუმი და სერხიო რამოსი, ასევე იგეგმება ჯანლუიჯი დონარუმას შეთანხმების გაოფიციალურებაც. თუ ამ შემადგენლობას პოგბაც დაემატება, პარიზული გრანდის რესურსი მართლაც უსაზღვრო გახდება. dle 10.1

  • Hala
  • 11 ივლისი 2021
  • 1084
  • 5

1

11 ივლისი 2021 15:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1856
სიტი, პსჟ, ჩელსი - ძლიერდებიან საკაიფოდ და რეალი კია ჩაჯმული ლომივით...

2

11 ივლისი 2021 15:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აუ პოგბა როგორ მინდა რეალში ეს და მბაპე დაიმატოს პერესმა და გავკარი ჰოლანდს

3

11 ივლისი 2021 18:31

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: vakomaminashvili
აუ პოგბა როგორ მინდა რეალში ეს და მბაპე დაიმატოს პერესმა და გავკარი ჰოლანდს

გოლებს ჰალანდი იტანს და უყურე მერე და ითვალე გოლები რეალის კარში :D რაღადროს პოგბაა ბარელა როცა არსებობს დედამიწაზე ტიპი მეორე მოდრიჩია. პოგბას შანსი ქონდა თავის დროზე და ფულს დახარბდა და გაფუჭდა მანჩესტერში.

4

11 ივლისი 2021 20:01

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Romageorgia
ციტატა: vakomaminashvili
აუ პოგბა როგორ მინდა რეალში ეს და მბაპე დაიმატოს პერესმა და გავკარი ჰოლანდს

გოლებს ჰალანდი იტანს და უყურე მერე და ითვალე გოლები რეალის კარში :D რაღადროს პოგბაა ბარელა როცა არსებობს დედამიწაზე ტიპი მეორე მოდრიჩია. პოგბას შანსი ქონდა თავის დროზე და ფულს დახარბდა და გაფუჭდა მანჩესტერში.
ბაზარი არაა შეიძლება ჰოლანდი გოლებს იტანდეს და ძალიან მინდა რო გადმოვიდეს მაგრამ პოგბა უფრო მინდა შეიძლება პოგბა ახალგაზრდა აგარ არი მაგრამ ბარელას ცალი ფეხით ჯობია

5

12 ივლისი 2021 23:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1998
რეალი მაგრად გაბანძდება.დარჩება ბენზემას,ბებერი მოდრიჩის,ხასიათა ნაჩოს და ვინიპუხას იმედზე.😂😂😂

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (241)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)