მარსელო:„მსოფლიოს საუკეთესო კლუბის კაპიტნობა დიდი პატივია“

მარსელო ვიეირამ მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.


„თავს ბედნიერად ვგრძნობ და ვთვლი, რომ უდიდესი სიამაყეა იყო მსოფლიოს საუკეთესო კლუბის კაპიტანი. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იქნება.“

„როდესაც იცი, რომ „რეალის“ ფეხბურთელი ხარ, დილიდან მოტივირებული უნდა იყო და ბედნიერმა გაიღვიძო. წლების აქ ვარ, მაგრამ მოტივაცია არასდროს შემსუბუქებულა. მომდევნო სეზონს განსაკუთრებულად ველოდები და მჯერა წარმატების.“

„ყოველი სეზონი ახალი რაღაცის მასწავლებელია. ახლა უკვე კაპიტანი ვარ და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგელობა დამეკისრება.“

„როგორც კაპიტანის სტატუსის მქონე ფეხბურთელი, გუნდის სპიკერად ვითვლები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანაგუნდელებთან სწორი კომუნიკაცია და რთულ სიტუაციაში გამოსავლის პოვნა.“

„წარმატების გვჯერა და ვიცით, რომ მომდევნო სეზონი ნაყოფიერი იქნება. გასულ სეზონში ბევრი პრობლემა გვქონდა, რასაც პირველ რიგში გუნდში არსებული ტრავმები და პანდემია განაპირობებდა.“

„ანჩელოტისთან და მის სამწვრთნელო შტაბთან ურთიერთობა დიდი სიამოვნებაა. იტალიელი განსაკუთრებული სპეციალისტია.“

„ახალგაზრდებს ყოველთვის ბევრს ვესაუბრები და ვასწავლი. გამოუცდელ ფეხბურთელებს სჭირდებათ ბევრი დაკვირვება, მწვრთნელის მითითების მოსმენა, ფიზ.მომზადების სპეციალისტის რეკომენდაციების გათვალისწინება და ასე შემდეგ.“

„ხარისხი ყველას აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა ავითვისოთ.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)