ნაჩო: „მადრიდის „რეალი“ ჩემი სახლია“

ნაჩო ფერნანდესმა კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ ინტერვიუ ჩაწერა „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან.


„მადრიდის „რეალი“ ჩემი სახლია. კლუბმა უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში და მომცა დადებითი ღირებულებები, არა მხოლოდ სპორტული მასშტაბით, არამედ ზოგადად ცოხვრებაში. ვერ წარმომიდგენია ყოფა „ბლანკოსის“ გარეშე, სადაც თითქმის არსებობის ნახევარი გავატარე. თითოეული წელი ასოცირდება პოზიტივთან, რაც ბედნერებას მანიჭებს. ვამაყობ, რომ კიდევ რამდენიმე წელი მომიწევს მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ასპარეზობა.“

„მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი, როდესაც პირველად მოვედი კლუბში. მას შემდეგ, ყოველი თამაშის, ვარჯიშის, მოგების შემდეგ გული სიამაყით მევსება და ამასთანავე ძლიერ სურვილს მიჩენს, სამომავლოდ უფრო მეტი წარმატების მოხვეჭისა. მაისური, რომელიც სადებიუტი შეხვედრაში მეცვა, მეტად ღირებულია ჩემთვის და ის ახლა მშობლების სახლში ინახება. ჩარჩოში ჩავსვი და მათ ვუსახსოვრე, ვინაიდან, დედა და მამა მთელი ცხოვრების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისათვის, რომ გავმხდარიყავი ის, ვინც ახლა ვარ.“

„ყოველწლიურად უფროდაუფო ვაფასებ „რეალის“ ისტორიას. ჩემპიონთა ლიგის მოგება საკმაოდ რთულია, თუმცა რაც ამ კლუბმა შეძლო წლების წინ, ტურნირის მიჯრით სამჯერ მოგება, უბრალოდ სასწაულია. დროის გასვლასთან ერთად, ეს მიღწევა მეტად იძენს მნიშვნელობას.“

„იმისათვის, რომ წლების განმავლობაში შეძლო მაღალ დონეზე თამაში, საჭიროა ცხოვრების ნორმალური რეჟიმი - დიეტა, დასვენება დაა რა თქმა უნდა, ვარჯიშებზე ბოლომდე დახარჯვა. გამომდინარე იქედან, რომ დიაბეტით ვარ დაავადებული, ორმაგად ვამახვილებ ყურადღებას ყველაფერზე.“

„მატჩების განმავლობაში დაძაბული და მღელვარე ვარ, თუმცა მოედნის გარეთ ნორმალური ადამიანთა რიგებს მივეკუთვნები. ძალიან მიყვარს ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში ყოფნა.“

„ანჩელოტი ფანტასტიკური მწვრთნელია. მას დიდებულ გუნდებში აქვს ნამუშევარი. სწორედ მისი დამსახურებით მოვიგებთ ჩემპიონთა ლიგის ტიტული პირველად. წინ არა ერთი გამოწვევა გველოდება. ფეხბურთელები კმაყოფილნი ვართ იტალიელის დაბრუნებით.“

„წინასასეზონო მომზადების პერიოდი საკმაოდ ნიშანდობლივია. საჭიროა თავდაუზოგავი მუშაობა, რათა შემდეგ წარმატებას მივაღწიოთ.“

„ბავშვობაში ჩემი ოცნება იყო სამეფო კლუბის მაისურის მორგება. თითოეულ თამაშს, რომელსაც აქ ვატარებ, ოცნების ახდენას შევადარებდი.“

RealMadrid.COm dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (136)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)