„რეალმა“ უკვე 70 შეთავაზება მიიღო

სამეფო კლუბის აკადემიის ფეხბურთელებზე ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული.


განვლილ სეზონში ზინედინ ზიდანმა არაერთ ახალგაზრდა მოთამაშეს მისცა თავის გამოჩენის საშუალება და სასიხარულოა, რომ თითქმის ყველამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. შესაბამისად, ესპანური და ევროპული კლუბები მათი შესაძლებლობებით არიან დაინტერესებული.

მიგელ გუტიერესის, ანტონიო ბლანკოს, სერხიო არიბასის, მარვინ პარკის, მარიო ხილასა და ვიქტორ ჩუსტისთან დაკავშირებით, ამ მომენტისათვის, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 70 შეთავაზებაა შესული - იუწყება გაზეთი ABC.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშეები მარცხენა მცველი გუტიერესი და საყრდენი ნახევარმცველი ბლანკო არიან. მიგელის წაყვანის სურვილს 16 კლუბი გამოთქვამს, მათ შორის არიან „ხეტაფე“ და „არსენალი,“ ხოლო ანტონიოს შესაძლებლობებით 14 გუნდია მოხიბლული, „ლევანტესა“ და „ხეტაფეს“ ჩათვლით.

როგორც ცნობილია, კასტილიელთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობა, რაულს დაქვემდებარებაში დარჩენასა და პირველ შემადგენლობაში დაწინაურებას ამჯობინებს, ადგილსამყოფელის შეცვლას, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სათამაშო პრაქტიკის ამაღლების იდეით, „რეალმა“ რამდენიმე მათგანი გაანათხოვროს.

DC dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (131)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)