კასტილიელების იერიში

სამეფო კლუბის ახალწვეულმა მწვრთნელმა უკვე დაიწყო წინასასეზონო მომზადების ეტაპი.


საერთაშორისო სანაკრებო ტურნირებიდან გამომდინარე, ანჩელოტის განკარგულებაში პირველი შემადგენლობის მხოლოდ 13 ფეხბურთელი ირიცხება. იტალიელმა სპეციალისტმა დანაკლისის შესავსებად „რეალის“ აკადემიას მიმართა. ამრიგად, დამრიგებლის განკარგულებაში 9 ახალგაზრდა მოთამაშე იმყოფება: მიგელ გუტიერესი (19 წლის), ანტონიო ბლანკო (20), სერხიო არიბასი (19), მარვინ პარკი (21), ვიქტორ ჩუსტი (21), მარიო ხილა (20), ხუანმი ლატასა (20), ივან მორანტე (20) და დავიდ გონსალესი (19).

ჩამოთვლილი მოთამაშეებიდან თითქმის ყველას აქვს შეთავაზება ესპანეთისა თუ ევროპის სხვადასხვა კლუბებიდან, თუმცა, ამ ეტაპისათვის, მათ მიზნებში „ბლანკოსის“ დატოვება არ შედის. ისინი მზად არიან თავდაუზოგავი მუშაობისთვის, რათა სამომავლოდ ადგილის დამკვიდრება მოახერხონ „სანტიაგო ბერნაბეუზე.“

აღსანიშნავია, რომ ანჩელოტის გუნდში დაწინაურების ყველაზე დიდი შანსი გუტიერესსა და არიბასს აქვთ, რომლებმაც განვლილ სეზონში კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. მიგელი, მენდისა და მარსელოს შემცვლელად მოიაზრება, ხოლო ანტონიო, კაზემიროს.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (114)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)