ანჩელოტი 23 ფეხბურთელით იწყებს პრე-სეზონს

44 დღიანი პაუზის შემდეგ, დღეს, „ვალდებებასის“ ბაზის კარი კვლავ გაიხსნება.


სამეფო კლუბის დამრიგებელი კარლო ანჩელოტი, თავის შეგირდებს პირველად შეხვდება. „ბლანკოსის“ მოთამაშეები ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლიან კლინიკაში, ხოლო 20:00 (თბილისის დროით) საათზე, წინასასეზონო მომზადების ფარგლებში სადებიუტი სავარჯიშო სესიას გამართავენ.

იტალიელი სპეციალისტის განკარგულებაში პირველი შემადგენლობის 13 წევრი იქნება: ლუნინი, კარვახალი, ნაჩო, მარსელო, ოდრიოსოლა, მენდი, ისკო, ოდეგარი, ლუკასი, მარიანო, როდრიგო, ბრაჰიმი და იოვიჩი. ამასთანავე, პაპა კარლო 10 ახალგაზრდა მოთამაშეს დაიმატებს აკადემიიდან, ხოლო 13 მადრიდისტა (ალაბა, ბეილი, მოდრიჩ, ვარანი, ბენზემა, კროოსი, აზარი, კურტუა, ვალვერდე, მილიტაო, კაზემირო, ვინისიუი), რომლებიც სანაკრებო ბატალიებში იყვნენ ან არიან ჩართულები, პერიოდულად, მიმდინარე თვის ბოლომდე დაბრუნდებიან მადრიდში. რაც შეეხება ასენსიოს, სებალიოსს, ვალეხოსა და კუბოს, ისინი ოლიმპიურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ტურნირი პრიმერა დივიზიონის დასწყებამდე 1 კვირით ადრე დასრულდება.

„რეალის“ სამწვრთნელო შტაბში ანჩელოტის გარდა, კიდევ 2 ახალი სახელი იქნება, ანტონიო პინტუსისა და ლუის ლოპისის სახით.

ამ ეტაპისთვის უცნობია, გამართავს თუ არა „ბლანკოსი“ ამხანაგურ მატჩებს.

MARCA


dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (174)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)