ოფიციალურად - ტონი კროოსმა გადაწყვეტილება გამოაცხადა

ტონი კროოსმა სოციალური ქსელის მეშვეობით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.


როგორც მოსალოდნელი იყო, ნახევარმცველმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. მას გერმანიის ეროვნული ნაკრების მაისურით 106 თამაში აქვს ჩატარებული. ტონის აქტივრში ირიცხება 17 გოლი, 19 ასისტი და რაც მთავარია, 2014 წლის მსოფლიო მუნდიალი.

„ეროვნული გუნდის ღირსება 106-ჯერ დავიცავი და ახლა გადაწყვეტილება მივიღე, დავასრულო სანაკრებო კარიერა. ძალიან მიყვარდა ამ საქმის კეთება, რისთვისაც ყოველთვის ყველაფერს ვიღებდი. რა თქმა უნდა, მსურდა, რომ ჩემს ანგარიშზე 109 თამაში და ევროპის ჩემპიონატის ტიტულიც ყოფილიყო, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. შესაბამისად, 2022 წლის მუნდიალზე, ბუნდეს ნაკრების განკარგულებაში აღარ ვიქნები.

მინდა, რომ მომდევნო წლები მთლიანად დავუკავშირო საკლუბო კარიერასა და უშუალოდ მადრიდის „რეალს.“ ბოლო 11 წლის განმავლობაში, სანაკრებო ბატალიების გამო შესვენების საშუალება არ მქონია, რაც ადვილი არ არის. ჩემი სურვილია, უფრო მეტი დრო დავუთმო მეუღლესა და 3 შვილს. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ მაისურის ტარება.

მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, მათი მხარდაჭერაც მუდან თანმდევდა. ამასთანავე, მადლობა კრიტიკოსებს, რომლებიც ექსტრა მოტივაციას მაძლევდნენ. და ბოლოს, განსაკუთრებული მადლობა იოახიმ ლიოვს. მან მომიწვია ნაკრებში და გამხადა მსოფლიოს ჩემპიონი. ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ერთად ვწერდით წარმატების ისტორიას. წარმატებებსა და წინსვლას ვუსურვებ ჰანსი ფლიკს.“

AS dle 10.1


1

2 ივლისი 2021 16:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9015
ჭკვიანია ტონი ხვდება რომ არ აქვს მის ნაკრებს დიდი პერსპექტივა და აღარ შეაჭამს თავს და მთლიანად გუნდზე გადაერთვება ერთი 2 წლით ხოლო მერე რეალშიც დაასრულებს კარიერას

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)