რა ბედი ეწევათ რეინიერსა და მაიორალს?

განვლილი სეზონის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის განაკრგულებაში დაბრუნდა 7 განთხოვრებული ფეხბურთელი.


აღსანიშნავია, რომ მათ რიგებში არ არიან რეინიერი და მაიორალი, ვინაიდან, ფეხბურთელების ხელშეკრულება 2 წლიან იჯარას ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, ბრაზილიელი და ესპანელი, 2021-2022 წლების სეზონსაც, შესაბამისად, „ბორუსიასა“ და „რომაში“ გაატარებენ. ცხადია, სამეფო კლუბის კონტრაქტით აქვს უფლება, რომ მოთამაშეები მადრიდში გამოიწვიეს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ფლორენტინო პერესს კომპენსაციის გადახდა მოუწევს, რაც მის გეგმებში ნამდვილად არ უნდა შედიოდეს.

ბორხას საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული სადებიუტი სეზონი ჰქონდა იტალიაში. მან 2320 წუთი გაატარა საქმეში, მეტოქის კარში შეაგდო 17 ბურთი და გააკეთა 7 ასისტი. თავდამსხმელმა ღირსეული კონკურენცია გაუწია ედინ ჯეკოს და შემადგენლობის მთავარი მეგოლის სტატუსიც მოირგო. ახლა კი ოპტიმიზმის თვალით შეჰყურებს გუნდის სათავეში ჟოზე მოურინიოს მისვლას. რომაელებს მისი გამოსყიდვაც შეუძლიათ 20 მილიონ ევროდ, მაგრამ მომდევნო ზაფხულს დაელოდებიან და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება სამხრეთ ამერიკელ ნახევარმცველს, მისი კარიერა არცთუ ისე სახარბიელოდ ვითარდება. „ყვითლების“ რიგებში მხოლოდ 339 სათამაშო წუთს მოითვლის, ამასთანავე, აქტივში ფლობს თითო-თითო შედეგიან დარტყმასა და საგოლე გადაცემას. სამეფო კლუბმა რეინიერის გადაბირება 2020 წლის იანავრში მოახდინა, 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ის მომავალზე გათვლილი ტრასნფერია.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (358)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)