„სევილიამ“ ისკოსთვის ბრძოლა დაიწყო

ანდალუსიური „სევილია“ ისკო ალარკონის ხელში ჩასაგდებად ბრძოლას იწყებს. ჟულიენ ლოპეტეგი ესპანელ ნახევარმცველს დიდ პატივს სცემს და თვლის, რომ ტრანსფერის შემთხვევაში ალარკონისგან მაქსიმუმს მიიღებს...


ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრების მწვრთნელობის დროს ისკოს სრულ ნდობას უცხადებდა. „ფურია როხას“ რიგებში მადრიდელი ნახევარმცველი მუდმივად სასტარტო შემადგენლობაში ხვდებოდა და გუნდის ლიდერის სტატუსსაც ირგებდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „სევილია“ „რეალს“ ესპანელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს შესთავაზებს, თავად ისკო კი 5 წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და მისი ხელფასი წლიურად 5.3 მილიონი ევროთი განისაზღვრება. ჯერ-ჯერობით უცნობია თავად ფეხბურთელის პოზიცია ესპანეთის ლა ლიგაში დარჩენასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, ფრანცისკოზე პრეტენზიას პრემიერლიგიდან და სერია „ა“-დანაც აცხადებენ. dle 10.1

  • Hala
  • 1 ივლისი 2021
  • 527
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)