ცნობილია, როდის დაბრუნდება "რეალი" "ბერნაბეუზე"

როგორც იცით, ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო სეზონის კალენდარი უკვე ცნობილია.


ფეხბურთის ფედერაციამ და ლა ლიგამ მადრიდის "რეალს" ნება დართეს, რომ "სანტიაგო ბერნაბეუს" რეკონსტრუქციის გამო, კლუბმა, პირველი 3 ტურის შეხვედრა სტუმრად ჩაატაროს. შესაბამისად, მადრიდელები "ალავესს," "ბეტისსა" და "ლევანტეს" გასვლით მატჩებში დაუპირისპირდებიან.

განრიგის მიხედვით, ანჩელოტის შეგირდები 11 სექტემბერს დაბრუნდებიან საშინაო არენაზე და "სელტას" უმასპინძლებენ. მათ საშუალება ექნებათ, 18 თვიანი პაუზის შემდეგ, კვლავ იბურთავონ ლეგენდარულ სტადიონზე, რომლის განახლებაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ვიგოელების გარდა, შემოდგომის პირველ თვეში, "რეალი" "მალიორკასა" და "ვილიარეალს" მიიღებს საკუთარი ქომაგების წინაშე. ამასთანავე, ერთ შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის ეგიდითაც ჩაატარებს.

აღსანიშნავია, რომ განვლილი პერიოდის განმავლობაში, სამეფო კლუბი "ალფრედო დი სტეფანოზე" ატარებდა საშინაო პაექრობებს. საერთო ჯამში, "ბლანკოსმა" 31 შემთხვევაში (22 მოგება, 4 ფრე და 5 წაგება) გამოიყენა დიადი ფეხბურთელის სახელობის მოედანი.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)